May 18, 2024

"აცრა არის ღვთის წყალობა ამ განსაცდელში!" - დეკანოზი თამაზი

დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. 

 

მისი თქმით, აცრა გადარჩენის ერთადერთი გზაა.

 

"მე სრულად აცრილი ვარ. ჩემი ოჯახის ყველა წევრიც აიცრა. ვინც აზრს მეკითხება, ყველას ვურჩევ სასწრაფოდ აიცრას. არ გამაჩნია არავითარი შიში და ეჭვი ამასთან დაკავშირებით. აცრა არის ღვთის წყალობა ამ განსაცდელში. 

 

აცრა აუცილებელია სიცოცხლის გადასარჩენად და ეპიდემიის დასამარცხებლად. როდემდე უნდა გამოსცადოთ ღმერთი?! ნუ გადააგდებთ ღმერთისგან ნაჩუქარ სიცოცხლეს დაუდევრობისა და რაღაც უაზრო ცრურწმენების გამო. 

 

დაფიქრდით და გაიგეთ: დღეს აცრა არის სიცოცხლის გადარჩენა!", - წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი თამაზ ლომიძე.

წაკითხვა 189 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.