May 13, 2024

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში

აღმოსავლეთ საქართველოში 16-17 აგვისტოს ხანმოკლე წვიმებია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც.

18 აგვისტოს უნალექო ამინდს ელოდებიან. ტემპერატურა +17 +38გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში ყველაზე მაღალი ჰაერის ტემპერატურა სწორედ 18 აგვისტოს, 37 გრადუსია მოსალოდნელი.

 

ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში, 16-17 აგვისტოს. უნალექო ამინდი იქნება 18 აგვისტოს, ხოლო ჰაერის ტემპერატურა +17 დან +33 გრადუსამდეა მოსალოდნელი. 

 

16 აგვისტოს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი თბილისშიც. 17-18 აგვისტოს კი მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დედაქალაქში ღამით +20 დღისით +35 გრადუსია მოსალოდნელი.

წაკითხვა 254 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.