May 13, 2024

სად შეიძლება მოგთხოვონ აცრის სერტიფიკატი

“მალე შესაძლოა რესტორნებში, სასტუმროებში, კაფე-ბარებში, კონცერტებზე და ზოგადად სოციალურ აქტივობებში დასასწრებად ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი, “პისიარ” ტესტის უიარყოფითი პასუხი, ან კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა მოგთხოვონ.

ამის შესახებ “რეზონანსს” აკაკი ზოიძემ განუცხადა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ბიზნეს-ობიექტებში ან სოციალურ აქტივობებში ჩართვისთვის ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის მოთხოვნა დისკრიმინაციად ვერაფრით ჩაითვლება, ანალოგიური განცხადება სახალხო დამცვლემა ნინო ლომჯარიამაც გააკეთა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით სად შეიძლება მოგთხოვონ აცრის სერტიფიკატი.

 

“რაც შეეხება ვაქცინაციის სტატუსის გათვალისწინებას სხვადასხვა ტიპის ბიზნეს და სოციალურ აქტივობებში ჩართვისთვის, ჩვენი პოზიცია გაზიარებულია უწყებათაშორის ვაქცინაციის საბჭოსთან და სრულიად ემთხვევა სახალხო დამცველის პოზიციას იმ მიმართულებით, რომ ვერაფრით ვერ ჩაითვლება დისკრიმინაციად, როდესაც ადამიანი იცავს ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოებისთვის დაწესებულ ნორმებს და ასევე, მოლოდინი აქვს, რომ მის გარშემო მყოფმა სხვა პირმაც იგივე გააკეთოს. ასე რომ, ბიზნეს უსაფრთხოებისთვის, ასევე, აკადემიური და სოციალური უსაფრთხოებისთვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონი აქამდეც აყალიბებს იმ ვალდებულებას, რომ იქ, სადაც უკვე მე ვხდები რისკის მატარებელი სხვა პირებისთვის, გარკვეული წესები უნდა დავიცვა. ეს, რა თქმა უნდა, არ ითვალისწინებს ვაქცინაციის სავალდებულოობას, არჩევანი რჩება, ვაქცინირებული ან ტესტირებული, ან გადატანილი დაავადება, იმისთვის, რომ მე მონაწილეობა მივიღო მთელ რიგ აქტივობებში", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი და ექსპერტი აკაკი ზოიძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ისიც ამ პოზიციის მომხრეა”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ხოლო რაც შეეხება საკითხს, თუ კონკრეტულად რომელ ბიზნეს ობიექტებზე, ან რომელ სოციალურ აქტივობებზეა საუბარი, ზოიძემ განაცხადა, რომ ზუსტად რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკოორდინაციო საბჭო, მისთვის ცნობილი არაა, თუმცა, მისი აზრით, ეს შეეხება სამასპინძლო ბიზნესსა და ნებისმიერ ისეთ აქტივობა, სადაც ხალხის დიდი შეკრებაა. “ინფორმაცია არ მაქვს საკოორდინაციო საბჭო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ აბსოლუტურად ლოგიკური და რაციონალურია ის, რომ როცა ვაქცინაზე შენ უნივერსალური ხელმისაწვდომობა გაქვს, მოითხოვო ან აცრის საბუთი, ან 48, ან 72 საათით ადრე ჩატარებული ტესტირების პასუხი, ან გადატანილი ინფექციის დამადასტუირებელი საბუთი, რომ იმუნიტეტი გაქვს”, - თქვა ექსპერტმა, რომლის განმარტებით, “ესაა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ბაზისური უსაფრთხოიების თემა, რომ შენ არ გადასდო სხვებს”, - დასძენს გამოცემა.

 

“მე ვემხრობი და ამას დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ეს მოთხოვნა აუცილებლად ადრე თუ გვიან იქნება, მით უმეტეს დელტა შტამის პირობებში, რომელიც ორნახევარჯერ უფრო გადამდები და საშიშია. ეს დღეს მიღებული პრაქტიკაა და სამომავლოდ ჩავთვალოთ, რომ საყოველთაო პრაქტიკა იქნება ევროპაშიც, აშშ-შიც და ყველგან. როცა ბიზნესებზე ვკითხულობთ, პირველ რიგში საუბარია იმ ბიზნესებზე, რომლებსაც ადამიანების ძალიან დიდ რაოდენობასთან აქვთ შეხება. ეს შეიძლება იყოს სამასპინძლო ბიზნესი, საკონცერტო, ივენთების მომწყობი, თეატრები, კინოები. სოციალურ აქტივობებში ის ღონისძიებები იგულისხმება, სადაც ბევრი ადამიანი იკრიბება. ზოგადად კი იგულისხმება ნებისმიერი ბიზნესი, რომელსაც დიდ შეკრებასთან აქვს კავშირი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ზოიძე.

წაკითხვა 244 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.