May 13, 2024

უბედური შემთხვევა შეკვეთილში - 22 წლის ბიჭს სკუტერის ამოყვანისას დენმა დაარტყა

შეკვეთილში 22 წლის წლის ახალგაზრდას ზღვიდან სკუტერის ამოყვანის დროს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა.

 

როგორც ირკვევა, ის შეკვეთლში დასასვენებლად თბილისიდან ჩავიდა. ზღვიდან სკუტერის ამოყვანინსას კი, სავარაუდოდ დენმა დაარტყა და გარდაიცვალა. მას სკუტერი რამდენიმე პირთან ერთად, სპეციალური ელექტრომოწყობილობით მოჰყავდა. 

 

„როგორ გამიხეთქე გული შე უნამუსო ბავშვო! ჩაგლიჯე და დააცარიელე გული.ღმერთო რა უსამართლოა სამყარო… გული გამისკდა“,- წერენ გარდაცვლილის ახლობლები სოციალურ ქსელში.

 

„ღმერთო, ჯერ კიდევ ამ ბიჭის ბიძა, ისიც ლადო გოგუა არ მოგვინელებია და ახლა ეს ტრაგედია კიდევ… როგორც გავიგეთ, სკუტერი ამოყავდათ ზღვიდან ტროსით, ლადო კი წყალში მდგარა და ტროსიდან დენმა დაარტყაო“, – ამბობენ გარდაცვლილის ახლობლები.

 

ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.

 

ლადო გოგუას თბილისში დაკძალავენ.

წაკითხვა 412 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 30 2021

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.