May 19, 2024

"შეკვეთა მიჰქონდა და ავარიაში მოყვა" - ვინ არის საბერძნეთში დაღუპული 24 წლის ქართველი ემიგრანტი

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი, 24 წლის ლაშა ტუხაშვილი გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, მას შეკვეთა მიჰქონდა, რა დროსაც ავარიაში მოყვა. ინფორმაციას გვერდი "შოთო სიხარულიძე - ქართველი ემიგრანტები" ავრცელებს.

 

დაშავებული თითქმის ერთი თვის განმავლობაში კომაში იყო, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

 

„გარდაიცვალა დედის ერთადერთი შვილი… ნათელი და სანთელი მის სულს. სამსახურიდან შესვენებაზე მოდიოდა ერთ ლობიანს ან ხაჭაპურს თან გაიყოლებდა, მოდიოდა თითქოს შეუმჩნევლად დიდი სიდინჯით, კარგი აღზრდილი შვილი, როგორ შეიძლება არ შეამჩნიო ასეთი კარგი ადამიანი … უზომოდ დამწყდა გული. ვუსამძიმრებთ მის ახლობლებს მის დედას. ორმაგად რთულია ასეთი საამაყო შვილის დაკარგვა .. ნათელი სანთელი მის სულს( ლაშა ტუხაშვილი… 24 წლის საბერძნეთში მყოფი ემიგრანტი, რომელიც გუშინ გარდაიცვალა. როდესაც მას შეკვეთა მიჰქონდა ავარიაში მოხვდა. 25 დღე კომაში მყოფი სიკვდილს ებრძოდა), – წერს შოთო სიხარულიძე.

წაკითხვა 280 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.