May 19, 2024

ტვინის ზოგიერთი ფუნქცია ასაკთან ერთად უმჯობესდება - მეცნიერები

ჯორჯთაუნის სამედიცინო ცენტრის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ 50 წლის შემდეგ ტვინის ზოგიერთი ფუნქცია გაუმჯობესებას იწყებს.

მეცნიერთა თქმით მათ შორის არის ინფორმაციის დამუშავებისა და კონცენტრაციის უნარი. 

 

კვლევის დროს მეცნიერებმა 58-დან 98 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის 702 მონაწილის მონაცემები შეისწავლეს. მეცნიერთა თქმით, ამ პერიოდში ადამიანების შემეცნებითი შესაძლებლობები ყველაზე მეტად იცვლება. 

 

კვლევით დადგინდა, რომ ასაკის მატებასთან ერთად ასევე უმჯობესდება გადაწყვეტილების მიღებაის, მეხსიერებისა და თვითკონტროლის უნარი.

 

”ზოგიერთი უნარი ასაკთან ერთად უმჯობესდება, ალბათ იმიტომ, რომ ჩვენ ბევრს ვვარჯიშობთ ამ უნარებზე მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში”, - განაცხადა ნეირომეცნიერმა მაიკლ  ულმანმა.

 

კვლევა განსაკუთრებით აქტუალურია, ვინაიდან მსოფლიოს მოსახლეობაში ასაკოვანი ადამიანების წილი მუდმივად იზრდება. 2035 წლისთვის მოსალოდნელია, რომ მხოლოდ შეერთებულ შტატებში 65 წელს გადაცილებული 77 მილიონი ადამიანი იქნება.

 

კვლევის ავტორების აზრით, მათმა შედეგებმა შეიძლება ხელი შეუწყოს სპეციალური პროგრამების შემუშავებას, რაც ხელს შეუწყობს დემენციისა და კოგნიტური დაქვეითების სხვა ფორმების პრევენციას.

წაკითხვა 236 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.