May 18, 2024

უახლოესი სამი დღის განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

უახლოესი 3 დღის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს მთავარი სპეციალისტის,  ნინო წვერავას განცხადებით, 24 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან წვიმა და მთაში თოვლი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში ხვალ უმეტეს რაიონში ღამით 6, ხოლო დღის განმავლობაში 9 გრადუსია მოსალოდნელი. რაც შეეხება მთას, ღამით ყინვა -1, ხოლო დღისით 5 გრადუსია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ზოგან წვიმა, მთაში თოვლი. ბარში მოსალოდნელია ღამის განმავლობაში 3 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით 10 გრადუსი. რაც შეეხება მთას, ღამის საათებში ყინვა -2, ხოლო დღისით 6 გრადუსი სითბო იქნება.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ღამით 2 გრადუსი სითბო იქნება. რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, ხვალ მზე და 8 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს მთავარი სპეციალისტის ინფორმაციით, 25 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 15 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 10 გრადუსამდე შენარჩუნდება.

თბილისში იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, დროგამოშვებით მოიმატებს ღრუბლიანობა. ჰაერის ტემპერატურა გათბება ღამით 3, ხოლო დღისით 9 გრადუსამდე.

26 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში უმეტეს რაიონებში კვლავ წვიმა იქნება. ჰაერის ტემპერატურა 12 გრადუსამდე დაიწევს. ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში პირიქით, 13 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში იქნება ცვალებადი მიმართულების ქარი. დღისით შესაძლებელია მცირე წვიმა.

წაკითხვა 6812 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 23 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.