May 17, 2024

ქუთაისის აეროპორტის რეაბილიტაციის პერიოდში Wizz Air-ი თბილისიდან იფრენს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენი ბილიკის რეაბილიტაციის პერიოდში, ორი კვირის განმავლობაში, ავიაკომპანია Wizz Air ფრენებს თბილისიდან შეასრულებს, აცხადებს TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი, თეა ზაქარაძე.

„იყო სახელმწიფოს თხოვნა, რომ თუ იქნებოდა შესაძლებლობა, ჩვენ მიგვეღო ყველა ის რეისი, რომელიც ქუთაისში დღეს სრულდება. გამოვთქვით მზადყოფნა და გიდასტურებთ, რომ ოქტომბერში, 14 დღის განმავლობაში ყველა რეისი, რომელიც ქუთაისის აეროპორტში უნდა შესრულებულიყო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შესრულდება“, - თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას ზაქარაძემ.

 

ქუთაისის აეროპორტში დაგეგმილი 2.5 კმ-იანი ასაფრენი ზოლის გეგმიური რეაბილიტაციის შესახებ 19 ივლისს გახდა ცნობილი.

 

აეროპორტი მუშაობას შეაჩერებს 10-დან 24 ოქტომბრამდე.

წაკითხვა 233 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.