May 17, 2024

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გელა გოგია სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გელა გოგია სამშობლოში გამთენიისას ჩამოასვენეს. ქართველი მებრძოლის ცხედარს ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეკრებილმა მოქალაქეებმა პატივი მიაგეს.

გელა გოგია ქალაქ კრამატორსკში იბრძოდა. როგორც მისი ახლობლები ყვებიან, ის და მისი თანამებრძოლები 26 აგვისტოს სარაკეტო დარტყმების ქვეშ მოყვნენ. მიღებული ჭრილობებისგან გელა გოგია გარდაიცვალა, რამდენიმე მებრძოლი კი, დაშავდა. გელა გოგია აფხაზეთის ომის მონაწილე იყო. ბოლო წლები, ის ცხოვრობდა უკრაინაში და პირველივე დღიდან იბრძოდა რუსეთის საოკუპაციო ჯარების წინააღმდეგ.

 

ქართველ მებრძოლს დილით ქაშუეთის ეკლესიაში დაასვენებენ და შემდეგ მშობლიურ სენაკში გადაასვენებენ. მას სამშაბათს დაკრძალავენ.

 

24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში მიმდინარე ომში 19 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

წაკითხვა 194 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.