ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობისა და სანომრე ნიშნის საფასური იზრდება

2023 წლიდან ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობისა და სანომრე ნიშნის საფასური იზრდება.

საფასურის გაზრდას ითვალისწინებს მთავრობის მიერ მომზადებული და პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონი, რომლის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რამდენიმე სახის მომსახურების საფასური იზრდება.

 

კანონის მიხედვით, პირველი იანვრიდან სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა, 35 ლარის ნაცვლად, 100 ლარი იქნება; ავტომობილის სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, 35 ლარის ნაცვლად, 80 ლარი ეღირება, ხოლო ავტომობილის დაკარგული ან დაზიანებული სანომრე ნიშნის ერთი წყვილის აღდგენის საფასური, 35 ლარის ნაცვლად,  80 ლარი გახდება.

წაკითხვა 244 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 02 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.