May 10, 2024

გიული ალასანიას ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკის ბუბა კიკაბიძის დაკრძალვის ორგანიზებაში ჩართვა სურს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სურს ქართველი ხელოვანის, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის დაკრძალვის ორგანიზებაში ჩაერთოს.

„მინდა მივუსამძიმრო არა მარტო ოჯახს, იმიტომ, რომ ბუბა დიდი ხანია უკვე ოჯახს გასცდა და სხვათა შორის საქართველოსაც. მას ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს მთელს მსოფლიოში. მე პირადად ვეკუთვნი იმ უმცირესობას, ვისაც გვახსოვს მისი სცენაზე პირველად გამოჩენა. ახლო მეგობარი იყო, ძალიან ბევრს აკეთებდა ეს ადამიანი იმისთვის, რომ გადაერჩინა ჩემი შვილის სიცოცხლე.

 

უკრაინის პრეზიდენტის კანცელარიიდან დარეკეს რეფორმების ოფისში, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს ჩემი შვილი და იქ შეატყობინეს, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი არის შოკში ამ ამბის გამო და მას აქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ ჩაერთოს ბუბას დაკრძალვის ორგანიზებაში“,-განაცხადა ალასანიამ.

წაკითხვა 332 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.