"მიხეილ სააკაშვილი პრაქტიკულად, სულ ტკივილგამაყუჩებლებზეა" - გიული ალასანია

 
 
 
 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და „პრაქტიკულად სულ ტკივილგამაყუჩებლებზეა“.

როგორც ალასანიამ „ვივამედში“ შვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილს მუდმივად სიცხე აქვს.

 

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მუდმივად აქვს სიცხე, ხანდახან 38 გრადუსზე მეტი. გაუსაძლისი სახსრების და მყესების ტკივილი აქვს და პრაქტიკულად სულ ტკივილგამაყუჩებლებზეა“,- განაცხადა გიული ალასანიამ.

 

ამასთან, ალასანიას ინფორმაციით, „ვივამედში“ სააკაშვილთან მოსანახულებლად მისი შვილი, ნიკოლოზ სააკაშვილი არ შეუშვეს.

 

„შვილი მოვიდა, ნიკოლოზი, ეს უკვე არაერთხელ მეორდება, რომ ადამიანი მოჰყავთ, ზის ბოლო წუთამდე, უარი არ არის, არც თანხმობაა, მაგრამ შემდეგ უკანასკნელ მომენტში უარია, ესეც არის წამების ფორმა. ახსნა-განმარტებას არ გვაძლევენ - უბრალოდ არ უშვებენ და მორჩა“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

 
წაკითხვა 180 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.