May 14, 2024

უნებართვო გარე ვაჭრობისთვის პარლამენტი ჯარიმებს ამკაცრებს

საქართველოს პარლამენტი განიხილავს მთავრობის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს, რომლითაც უნებართვო გარე ვაჭრობისთვის ჯარიმების გამკაცრებაა გადაწყვეტილი. "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატან ამ ცვლილებებს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დღეს, 5 აპრილს, დაუჭირა.

 

გარე ვაჭრობის წესების დარღვევისთვის უცვლელი რჩება ზოგიერთი სახის ჯარიმა:

 

უნებართვო გარე ვაჭრობისთვის ჯარიმა 20-დან 50 ლარამდეა;

 

უნებართვო გარე ვაჭრობასთან დაკავშირებით უფლებამოსილი პირის დაუმორჩილებლობისთვის გათვალისწინებულია 50-დან 100 ლარამდე ჯარიმა ან 7 დღემდე პატიმრობა.

 

კანონის მიღების შემდეგ:

 

განმეორებით უნებართვო ვაჭრობისთვის ჯარიმა იქნება 100-დან 200 ლარამდე;

 

სატრანსპორტო საშუალებით გარე ვაჭრობა 500 ლარით დაჯარიმდება;

 

იგივე სამართალდარღვევების დროს უფლებამოსილი პირის დაუმორჩილებლობისთვის 1000-ლარიანი ჯარიმა ან 7 დღემდე პატიმრობა იქნება გათვალისწინებული.

 

დოკუმენტში დაკონკრეტებულია, რომ სიტყვიერი გაფრთხილების შემთხვევაშიც კი გარე მოვაჭრეს გასაყიდ ნივთებს ჩამოართმევენ.

 

"დაუმორჩილებლობა გულისხმობს სამართალდამრღვევის მიერ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემების წარუდგენლობას, სამართალდარღვევის ფაქტის განგრძობადობის აღკვეთის მიზნით მიცემული სიტყვიერი მითითების შეუსრულებლობას", - განმარტებულია კანონპროექტში.

 

კანონპროექტის მისაღებად აუცილებელია პარლამენტმა მას მხარი სამი მოსმენით დაუჭიროს, შემდეგ კი პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი. ეს ცვლილებები, მიღების შემთხვევაში, ამოქმედდება მესამე მოსმენიდან 15 დღეში.

წაკითხვა 140 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.