საქართველომ ეუთო/ოდირის წარმომადგენელები არჩევნებზე დასაკვირვებლად მოიწვია

​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პრესსამსახური აცხადებს, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორი მატეო მეკაჩი საქართველოში მომდევნო, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად მოიწვიეს. უწყების ინფორმაციით, მოწვევა 12 თებერვალს გაიგზავნა.

"ხელისუფლების მიზანია გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროპის საუკეთესო დემოკრატიული პრაქტიკის შესაბამისად და აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა ეუთო/ოდირ-ის წარმომადგენლებს, ქვეყანაში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით იწვევს", - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.

 

აქვე აღნიშნულია, რომ საქართველო მზადაა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი დამკვირვებლების მიერ თავიანთი ფუნქციების ეფექტიანად შესრულებას.

 

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები წელს, 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველი პროპორციული არჩევნები

წაკითხვა 109 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 14 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.