April 26, 2024

მძღოლს მართვის მოწმობაზე ქულები ვიდეოჯარიმებითაც დააკლდება

მძღოლს მარ­თვის მოწ­მო­ბა­ზე ქუ­ლე­ბი ვი­დე­ო­ჯა­რი­მე­ბი­თაც და­აკ­ლდე­ბა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს უკვე მომ­ზა­დე­ბუ­ლი აქვს ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის მიერ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა, მარ­თვის მოწ­მო­ბა­ზე მიბ­მულ ქუ­ლა­თა სის­ტე­მა­ზეც აი­სა­ხე­ბა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ნინო ჯა­ვა­ხა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, კა­მე­რე­ბით მძღო­ლის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა არ მოხ­დე­ბა და სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ქუ­ლე­ბი მარ­თვის მოწ­მო­ბა­ზე იმ პირს ჩა­მო­აკ­ლდე­ბა, ვის სა­ხელ­ზეც იქ­ნე­ბა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა.

„მფლო­ბე­ლი რომ აძ­ლევს მან­ქა­ნას ვი­ღა­ცას, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც მას ეკის­რე­ბა. ეს აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა ძა­ლი­ან. ამის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ უკვე სა­ხი­ფა­თო იქ­ნე­ბა - „მოდი ძმა­კაცს ვა­თხო­ვო მან­ქა­ნა“, ან „ჩემი პა­ტა­რა შვი­ლი დავ­სვა სა­ჭეს­თან“. ასე­ვე ნა­პოვ­ნია გზა, რათა სა­მარ­თლებ­რი­ვად და­რე­გუ­ლირ­დეს ლი­ზინ­გე­ბის თე­მაც. ახლა ვსა­უბ­რობთ ყვე­ლას­თან, რომ პრობ­ლე­მა არ შე­იქ­მნას. ჩვენ უკვე მომ­ზა­დე­ბუ­ლი გვაქვს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში ცვლი­ლე­ბე­ბი, მისი გან­ხილ­ვა უკვე მოხ­და არა­სამ­თავ­რო­ბო­ებ­თან და მხარს გვი­ჭე­რენ. გვინ­და ეს ცვლი­ლე­ბე­ბი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მთავ­რო­ბას წარ­ვუდ­გი­ნოთ და შემ­დეგ უკვე პარ­ლა­მენტს. ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, რომ ეს სი­ახ­ლე უკვე წელს ავა­მოქ­მე­დოთ თუ იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ნინო ჯა­ვა­ხა­ძემ.

ambebi.ge

წაკითხვა 715 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.