თბილისიდან სტამბოლში მიმავალი ავტობუსი ილგაზის რაიონში ტრაილერს შეეჯახა, არის მსხვერპლი

თურქეთში, ილგაზის რაიონში, თბილისი-სტამბოლის ავტობუსისა და ტრაილერის შეჯახების შედეგად გარდაცვლილია თურქეთის ერთი მოქალაქე, ხოლო დაშავებულია სამი ადამიანი.

 

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

 

 

რაც შეეხება დანარჩენ მგზავრებს, რომლებიც ავტობუსში ისხდნენ, საგარეო უწყების ცნობით, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.

 

 

“შემთხვევის შესახებ ინფორმირებული არიან საქართველოს საკონსულო დაწესებულებები ანკარასა და სტამბოლში. ისინი ოპერატიულ კავშირზე იმყოფებიან თურქეთის სამართალდამცავ სტრუქტურებთან და ამ წუთებშიც იღებენ ინფორმაციას ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული პირების შესახებ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია თურქეთის ერთი მოქალაქე და მძიმედ დაშავებულია თურქეთის ასევე 3 მოქალაქე, რაც შეეხება დანარჩენ 21 ადამიანს ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მათ აღენიშნებათ მსუბუქი დაზიანებები. მოქალაქეობა დგინდება“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

 

 

ავტობუსი რეისს თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით ასრულებდა. თურქული მედიის ცნობით, ავტობუსში ძირითადად საქართველოს მოქალაქეები ისხდნენ.

 

 

https://www.interpressnews.ge/ka/

წაკითხვა 480 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 30 2019

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.