May 14, 2024

საქართველოს რომელ რეგიონშია კოვიდინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი საქართველოში ახალი კორონავირუსის მიმდინარეობის კვლევის ანალიზს აქვეყნებს.

კვლევის ფარგლებში გაანალიზებული იქნა 2020 წლის 26 თებერვლიდან  საქართველოში აღრიცხული COVID-19 დაინფიცირების პირველი 500 შემთხვევის ეპიდემიოლოგიური მახასიათებლები, რომელთა დადასტურება მოხდა PCR მეთოდით.

2020 წლის 11 მაისის მდგომარეობით ჩატარდა 32 283 ტესტი. ტესტირების ე.წ. დადებითი შედეგის სიხშირე (positive rate) 2%-ს შეადგენს.

კვლევა

COVID-19 ახალი შემთხვევების მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე ექსპოზიციის ადგილის მიხედვით, ყველაზე მაღალია ქვემო ქართლის რეგიონში, ყველაზე დაბალი - შიდა ქართლსა და იმერეთში. თბილისის, აჭარის და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონები შუალედურ პოზიციას იკავებენ. საქართველოს დანარჩენ რეგიონებში დაავადების შემთხვევები არ დაფიქსირდა. იმპორტირებული შემთხვევების რაოდენობა იყო 95.

კვლევა

წაკითხვა 378 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 19 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.