May 14, 2024

სიღარიბის ზღვარს ქვევით საქართველოს მოსახლეობის 19.5% იმყოფება

სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი განაახლა.

უწყების ცნობით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით საქართველოს მოსახლეობის 19.5% იმყოფება, რაც 2004 წლიდან ხელმისაწვდომი აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის მინიმალური მნიშვნელობაა. 

 

სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის მონაცემებით, სოფლად მოსახლეობის 23.7% ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვევით, ქალაქში კი - 16.4%.

 

ცნობისთვის, 2018 წელს საქართველოს მოსახლეობის 20.1% ცხოვრობდა სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით, რაც იმას ნიშნავს, რომ სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი 2019 წელს 2018 წელთან შედარებით 0,6%-ით არის შემცირებული.

 

2018 წელს საქართველოს მოსახლეობის 20.1% ცხოვრობდა სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით, 2017 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 21.9% იყო, ხოლო 2016 წელს - 22%.

 

აბსოლუტური სიღარიბის დონე აჩვენებს, რამდენ ადამიანს არ მიუწვდება ხელი აუცილებელ მინიმალურ საარსებო პირობებზე.

წაკითხვა 324 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 29 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.