May 14, 2024

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ერთობლივი საქველომქმედო აქცია ქუთაისში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU)  და საქართველოს წითელი ჯვარის საზოგადოებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტმა უკვე თავისი წვლილი შეიტანა ქუთაისში გვირილობის ტრადიციული საქველმოქმედო ღონისძიების აღნიშვნაში.

 

უნივერსიტეტის ინიციატივითა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მხარდაჭერით,  უნივერსიტეტმა, ქუთაისში მცხოვრებ 100-ზე მეტ ხანდაზმულს  საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადასცა. ეს KIU-ს პირველი თანამშრომლობაა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან და მომავალშიც გეგმავს აქტიურად ჩაერთოს ორგანიზაციის მიერ ქუთაისში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებასა და საქველმოქმედო აქციაში.

 

„გვიხარია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახით ერთგული პარტნიორი შევიძინეთ, რომელიც ეხმარება სოციალურად დაუცველ და გაჭირვებულ  მოქალაქეებს. დღეს, პანდემიის პირობებში, მსგავსი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია და იმედი გვაქვს, კიდევ არაერთ ერთობლივ ღონისძიებებს დავგეგმავთ“ ,- განაცხადა FirstNews.ge - თან საუბარში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ხელმძღვანელმა,- ნინო ოსეფაშვილმა.

 

„ჩვენი უნივერსიტეტისთვის ქველმოქმედება და საზოგადოებისთვის სიკეთის მომტანი ინვესტირება ძალიან მნიშვნელოვანია.  გადავწყვიტეთ წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ერთად დავხმარებოდით ხანდაზმულ ადამიანებს, მათ ვისაც ასე სჭირდება გვერდში დგომა. სურვილი გვაქვს, განვაგრძოთ ქველმოქმედება და ჩვენი მცირედი წვლილით საზოგადოებას დავეხმაროთ“, - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა,- ალექსანდრე თევზაძემ.

 

663666 372445993716758 4167238477605240832 n

 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო წლისთვის აქტიურად ემზადება. KIU მზადაა სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღოს და სხვადასხვა საქველმოქმედო ინიციატივასაც ჩაუდგეს სათავეში. უნივერსიტეტში უკვე შეიქმნა სტუდენტური გრანტების ფონდი, რომელიც სხვადასხვა ტიპის დაფინანსებაზე და საგრანტო თემაზე იმუშავებს. უნივერსიტეტის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას სოციალური პასუხისმგებლობა და მდგრადი განვითარება წარმოადგენს. KIU-ს მიზანია, უნივერსიტეტის სტუდენტური ფონდის მეშვეობით დაეხმაროს ნიჭიერ ახალგაზრდებს, რათა ღირსეული განათლება მიიღონ რეგიონის ყველაზე მასშტაბურ საგანმანათლებლო ჰაბში.

წაკითხვა 506 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 30 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.