May 14, 2024

დღეს ნინოობაა

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლას აღნიშნავს. 

დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა აღევლინება.

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე წირვა-ლოცვას სიონის საკათედრო ტაძარში აღავლენს.

 

საეკლესიო გადმოცემით, წმინდა ნინო წარმოშობით კაბადოკიიდან იყო. ის საქართველოში მე-4 საუკუნეში, მეფე მირიანის მეფობის ხანაში ჩამოვიდა. მას უკავშირდება 326 წელს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება.

 

წმინდა ნინოს ხსენებას მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: პირველ ივნისს მისი საქართველოში შემოსვლის დღეს, 27 იანვარს კი, მისი გარდაცვალების დღეს.

წაკითხვა 260 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.