May 14, 2024

,,მაქვს ძალიან ბევრი გეგმა" - დაბრუნდება თუ არა გამყრელიძე პოლიტიკაში

,,ვცდილობ, ჩემი გამოცდილებითა და ცოდნით გამოვადგე ქვეყანას იმ ადგილზე, სადაც დღეს ვარ და მაქვს ძალიან ბევრი გეგმა", - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა პოლიტიკაში შესაძლო მოსვლის შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.

როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა, პოლიტიკაში მისი დაბრუნება გამორიცხულია და ამის არავითარი სურვილი არ აქვს.

 

,,არ ვიცი, რამდენად იცით ჩემი ბიოგრაფია, მე პოლიტიკაში ვიყავი 1994 წლიდან 2004 წლის თებერვლამდე, როდესაც დავტოვე პოსტი. მეორედ ამის შემოთავაზება იყო 2012 წელს. ამდენად, მე არ გიმალავთ ჩემ ასაკს, 69 წლის ვარ, ჩემთვის ეს ყველაფერი უკვე გავლილია, დამთავრებულია ჩემი ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯი. ვცდილობ, ჩემი გამოცდილებითა და ცოდნით, გამოვადგე ქვეყანას იმ ადგილზე, სადაც დღეს ვარ და მაქვს ძალიან ბევრი გეგმა. ძალიან კარგი ახალგაზრდები იზრდებიან ჩვენთან და მათ ვაძლევ საშუალებას, რომ მეტად გაიზარდონ. ხომ ხედავთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ჰქონია თურმე სერიოზული მნიშვნელობა ამ ტიპის გამოწვევებთან ბრძოლაში. მე მგონი, ძალიან კარგ ადგილზე ვარ, არავითარი სურვილი არ მაქვს პოლიტიკაში დაბრუნების, ერთსა და იმავე მდინარეში არ შედიან სამჯერ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

წაკითხვა 434 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 01 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.