"საქართველოში, ვირუსული საფრთხის შესუსტების კვალობაზე, კაფეების და სავაჭრო ცენტრების კარი ისევ იღება"- «The Peninsula»

ყატარის გაზეთ „პენენსულა“-ში («The Peninsula») გამოქვეყნებულია სააგენტო „ფრანს-პრესის“ მიერ მომზადებული სტატია სათაურით „საქართველოში, ვირუსული საფრთხის შესუსტების კვალობაზე, კაფეების და სავაჭრო ცენტრების კარი ისევ იღება“.

 

„საქართველოში კაფეებმა, რესტორნებმა და სავაჭრო ცენტრებმა მუშაობა განაახლეს: შავიზღვისპირა სახელმწიფო, სადაც კორონავირუსის მხოლოდ 800-მდე შემთხვევაა რეგისტრირებული, კორონავირუსის გამო დადგენილ შემზღუდავ ზომებს ამარტივებს“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში. მასში გადმოცემულია რეპორტაჟი თბილისის ძველ კვარტალში მდებარე ერთ-ერთი კაფედან: „ნაშუადღევია. თბილისის ძველ კვარტალში არსებულ მოდერნისტულ და შუასაუკუნეების შენობა-ტაძრებს მზე დაჰნათის. კარგი ამინდია, მაგრამ ქუჩები ძირითადად ცარიელია. „ვირუსის მიმართ შიში ჯერ კიდევ არის, დღეს ჩვენ მხოლოდ ორი კლიენტი გვყავს“, - ამბობს „ფრანს-პრეს“-ის კორესპონდენტთან კაფეს ოფიციანტი ნათია გაგუა. 

 

ჟურნალისტი ესაუბრება კაფეში მყოფ სტუდენტებს მაია ბერიძეს და ნინო კუპატაძეს, რომლებიც „ოპტიმისტურად არიან განწყობილნი“: „საბედნიეროდ, საქართველო „კოვიდ-19“-ით ყველაზე ნაკლებად დაზარალებული ქვეყნების რიცხვში შედის. დადგა დრო, რომ ცხოვრება მეტ-ნაკლებად ნორმალურ კალაპოტში დაბრუნდეს“, - ამბობენ სტუდენტები.

 

პუბლიკაციაში საკმაოდ ვრცლადაა მიმოხილული საკარანტინო ზომების გაუქმება-გამარტივებისაკენ მიმართული ღონისძიებები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის, ვაჭრობის, სამრეწველო საწარმოების მუშაობის აღდგენის მიზნით. „საქართველოში „კოვიდ-19“-ით დაავადებული ავადმყოფების 80% უკვე გამოჯანმრთელდა, პირველი ივნისათვის სტაციონარებში მხოლოდ 158 ინფიცირებული იყო დარცენილი. მთავრობის განცხადებით, ქვეყანა უცხოელ ტურისტებს პირველი ივლისიდან მიიღებს“, - ხაზგასმულია მასალაში.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://www.thepeninsulaqatar.com/article/01/06/2020/Georgia-reopens-cafes-and-malls-as-virus-threat-recedes

წაკითხვა 361 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.