May 14, 2024

ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კორონავირუსით გარდაიცვალა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით  #59-ე საოლქო საარჩევნო კომოსიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი გარდაიცვალა. 

 მას თანმდევი დაავადებები ქონდა, რის გამოც  გადარჩენა ვერ მოხერხდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.
 
 
"59-ე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს  ვირუსთან ერთად აღენიშნებოდა ორმხრივი  პნევმონია, მართვით თანმხლები  დაავადებებიდან, ქრ. Bჰეპატიტი, არტერიული  ჰიპერტენზია, გულის  ქრ.უკმარისობა, შაქრიანი  დიაბეტის მე-2 ტიპი. მდგომარეობა  უკიდურესად  მძიმე. მოზრდილთა  რესპირატორული  დისტრეს  სინდრომი, არასტაბილური  ჰემოდინამიკის  გამო  იმყოფებოდა  ინოტროპულ_ვაზოპრესულ მხარდაჭერაზე,  სეპტიცემია  სტაფილოკოკებით  გამოწვეული  აღენიშნებოდა  ჰექტიური  ცხელება, არასტაბილური  წნევა  და ოქსიგენაცია.
 
კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე , დაავადების მძიმე  მიმდინარეობის გამო,სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა",- განაცხადა მაღლაფერიძემ.
 
 
ავთანდილ ოსეფაიშვილი 65 წლის იყო.
წაკითხვა 405 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.