May 18, 2024

ოქტომბერი 06 2022 წაკითხვა 255 ჯერ

ქუთაისში, სულხან-საბას დასახლებაში მდებარე სკვერში ოლიმპიური კედელი გაიხსნა. ღონისძიება ქართული სპორტისა და ოლიმპიზმის დღეს მიეძღვნა.

ოქტომბერი 06 2022 წაკითხვა 191 ჯერ

იმერეთში საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ამ ეტაპზე 40-მდე პროექტზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ოქტომბერი 06 2022 წაკითხვა 221 ჯერ

ბათუმში, ანგისის დასახლებაში, ერთ-ერთი მაღალსართულიანი კორპუსის, მე-14 სართულიდან მუშა გადმოვარდა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს 50 წლამდე კაცი გარდაცვლილი დახვდა.

ოქტომბერი 06 2022 წაკითხვა 132 ჯერ

2022 წლის ნობელის პრემია ლიტერატურაში ფრანგ მწერალს, ანი ერნოს გადაეცა. ნობელის კომიტეტის ცნობით, ეს ჯილდო მწერალს გადაეცემა „გამბედაობისა და გამორჩეული სიმკვეთრისთვის, რომლითაც იგი აშიშვლებს პირადი მეხსიერების ფესვებს, გაუცხოებასა და კოლექტიურ შეზღუდვებს“.

ოქტომბერი 06 2022 წაკითხვა 174 ჯერ

სინგაპურის სასამართლოს გადაწყვეტილება სულ მალე გამოცხადდება და ძალიან მაღალი ალბათობით, ბიძინა ივანიშვილი, ბერმუდის საქმის მსგავსად, ამ საქმესაც მოიგებს, რაც სამართლიანობის აღდგენისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, – ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა განაცხადა.

ოქტომბერი 05 2022 წაკითხვა 167 ჯერ

საქართველოს პროკურატურამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი ბუღალტერი და „მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირი" დააკავა.

პროკურატურის ვერსიით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა ბუღალტერმა, ამ პოზიციაზე მუშაობის პერიოდში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, უნივერსიტეტის ანგარიშიდან მასთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა და მიითვისა 165 000 ლარი.

გარდა ამისა, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირმა თიბისი ბანკი შეცდომაში შეიყვანა, თითქოს უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, რის შედეგადაც უკანონოდ მიიღო 105 000 ლარის კრედიტი.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პროკურატურამ ამ საქმეზე გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და უნივერსიტეტის შიდა აუდიტის მიმართვების საფუძველზე დაიწყო.

დაკავებულებს ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისების, მითვისებაში დახმარების და კრედიტის უკანონოდ მიღების მუხლებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

გვერდი 90 სულ 530
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.