„ნაპოლის“ რეკორდები ევროტურნირებზე - ყველაზე დიდი საგარეო გამარჯვება „აიაქსთან“ მოიპოვა
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგაზე „აიაქსთან“ შეხვედრა 6:1 მოიგო, რაშიც ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი წვლილი შეიტანა – ქართველმა თავდამსხმელმა ლიგაზე სადებიუტო გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.
სტატისტიკას თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ „ნაპოლიმ“ ევროტურნირებზე სტუმრად ექვსი გოლი პირველად გაიტანა.
მანამდე ნეაპოლელებს სარეკორდო სხვაობით გამარჯვებები სამ სხვადასხვა გუნდთან ჰქონდათ: 2008/09 უეფა-ს თასზე ალბანური „ვლაჟნია“ 5:0 დაამარცხეს. ასეთივე ანგარიშით სძლია „ნაპოლიმ“ „ბრიუგესა“ და „მიდტიულანდს“, რომლებსაც 2015/16 წლების სეზონში ევროპის ლიგაზე შეხვდა.
რაც შეეხება გრანდებთან დაპირისპირებებში გამარჯვებებს, უეფა-ს თასის 1992/93 წლების სეზონში ნეაპოლელებმა „ვალენსიას“ „მესტალიაზე“ 5:1 მოუგეს. ხუთივე გოლი ფონსეკამ გაიტანა.
ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში 3 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ ასპროცენტიანი შედეგით, 9 ქულით ლიდერობს და „ლივერპულს“ 3 ქულით უსწრებს. ხვიჩა კვარაცხელიას 3 შეხვედრაში შესანიშნავი სტატისტიკა აქვს – 1 გოლი გაიტანა, 2 საგოლე გადაცემა შეასრულა და 2 პენალტი მოიპოვა.
სიახლეები
- "არ შეიძლება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა კრემლის მარიონეტებით იმართებოდეს, ან ერთია ან მეორე"
- "სომხეთი ევროკავშირთან ურთიერთობის გაუმჯობესებას არცერთ სხვა ქვეყანას არ დაეკითხება" - ნიკოლ ფაშინიანი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 8 მაისისთვის
- ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 2 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
- უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა