April 26, 2024

აპრილი 15 2024 წაკითხვა 63 ჯერ

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, 720 დევნილი ოჯახისთვის, სამი, 12-სართულიანი კორპუსი შენდება.

აპრილი 14 2024 წაკითხვა 89 ჯერ

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს თარიღი 1978 წლის მოვლენების აღსანიშნად დაწესდა, როდესაც საპროტესტო გამოსვლებმა ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა.

აპრილი 12 2024 წაკითხვა 101 ჯერ

ქუთაისი ტაეკვონდოში იმერეთის ღია საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს. შეჯიბრებები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ეწყობა. მასში 350-ზე მეტი სპორტსმენი საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და სომხეთიდან მონაწილეობს.

აპრილი 12 2024 წაკითხვა 120 ჯერ

არა რუსულ კანონს! - ამ მოწოდებით ქუთაისში აქცია გაიმართა. მედიის, „ენჯეოსა“ და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებმა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი გააპროტესტეს.

აპრილი 12 2024 წაკითხვა 68 ჯერ

გარემოს ეროვნული სააგენტო 13-15 აპრილს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ავრცელებს ინფორმაციას.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 16 აპრილამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი.

თბილისში 13 აპრილს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 14-15 აპრილს, შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 13 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 14-15 აპრილს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 13 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 14-15 აპრილს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი იქნება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო) ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი იქნება“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

აპრილი 12 2024 წაკითხვა 62 ჯერ

ჩვენ მოლოდინი გვქონდა, რომ ეს განაჩენი დადგებოდა - ასეთი კომენტარი გააკეთა გასული წლის მარტის აქციების დროს დაკავებული, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის დედამ, თამთა კალანდაძემ საქალაქო სასამართლოში, სადაც ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

როგორც მან აღნიშნა, ოჯახი ახლა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მისვლას გეგმავს.

„ჩვენ მოლოდინი გვქონდა, რომ ეს განაჩენი დადგებოდა. მის ნამუსზე იყოს ის, რაც გააკეთა და წინ დახვდეს ყველა ის კეთილი საქმე, რაც გაუკეთებია ჩვენს მოსამართლეს. აქედან მივდივართ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. მერე შევთანხმდებით და მივმართავთ ყველა ინსტანციას!“ - განაცხადა თამთა კალანდაძემ.

ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა.

გვერდი 2 სულ 539
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.