May 11, 2024

სექტემბერი 16 2021 წაკითხვა 160 ჯერ

ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდა დღეს დილით გარდაიცვალა.

სექტემბერი 16 2021 წაკითხვა 121 ჯერ

ტელეკომპანია „მთავარის“ ოპერატორი, რომელიც ქარელში, „ქართული ოცნების“ შტაბში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავდა, ამ დრომდე თბილისში, კლინიკა "ნიუ-ჰოსპიტალში" იმყოფება.

სექტემბერი 16 2021 წაკითხვა 289 ჯერ

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 35 400 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 176 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 838 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.15%.

 

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 400 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 551 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 849 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 176 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 589 727-ს.

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.15%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.46% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.21%.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 838 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 554 618.

 

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 390 პირი ემსხვერპლა.

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 176 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 756 შემთხვევა, აჭარა - 134, იმერეთი - 357, ქვემო ქართლი - 143, შიდა ქართლი - 138, გურია - 59, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 243, კახეთი - 236, მცხეთა-მთიანეთი - 58, სამცხე-ჯავახეთი - 42, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 693 საიდანაც: 5 637 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 242, აჭარაში - 607, იმერეთში - 1 049. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 322 პირი, მათ შორის, თბილისში - 512, აჭარაში - 151, იმერეთში - 350. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 354 პირი, მათგან თბილისში - 214, აჭარაში - 18, იმერეთში - 30. 1 350 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 741 - თბილისში, 377 - აჭარაში. 19 706 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 75 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 74, ხოლო აჭარაში - 1.

 

სულ 6 ოქტომბრიდან - 15 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 149 პირი.

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 877 ადამიანი.

სექტემბერი 15 2021 წაკითხვა 376 ჯერ

ექიმი ზაზა თელია სოციალურ ქსელის მომხმარებლებს საკვების გაყინვასთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციას უზიარებს.

სექტემბერი 15 2021 წაკითხვა 309 ჯერ

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 32 207 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 2 515  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 829  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  7.81%.

სექტემბერი 15 2021 წაკითხვა 312 ჯერ

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა გარკვეული ნაწილი მეხსიერებასა და კოგნიტური ფუნქციების დარღვევასთან დაკავშირებულ პრობლემებს უჩივის.

გვერდი 189 სულ 536
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.