ივანიშვილის პასუხი, ღარიბაშვილის დანიშვნით, არის დაპირისპირება - სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც სააკაშვილი წერს, ,,ქართული ოცნების" ნაბიჯი ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებს.
,,როცა საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების დაკვეთაა მოლაპარაკება, შერიგება, თანხმობა, კონსენსუსი და ჩართულობა, ივანიშვილის პასუხი ღარიბაშვილის დანიშვნით არის გამწვავება, რადიკალიზაცია და დაპირისპირება", - წერს მიხეილ სააკაშვილი ,,ფეისბუქში".
სიახლეები
- საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მიმართვა სრულიად საქართველოსადმი
- "საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა" - მსოფლიო პატრიარქი
- პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური, საქალაქთაშორისო და სარკინიგზო ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 მარტისთვის
- "საქართველო იმ ქვეყნებზე ბევრად დემოკრატიულია, რომელთაც “მოსკოვის მექანიზმის“ ინიციატივა წარადგინეს" - ირაკლი კობახიძე
