ოჯახის საყრდენი გამოგვეცალა - თინა ხიდაშელი
"შენების მოძრაობის" ლიდერს, დავით უსუფაშვილს მამა გარდაეცვალა. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინათინ ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს.
"2021 გამორჩეულად საუკეთესო წლად იყო ჩაფიქრებული. სანდრო უსუფაშვილის 21/21/21, ჩვენი ქორწინების 25. აი ისეთი წელი დიდი ხანია რომ ემზადები. მაგრამ სასტიკი და დაუნდობელი აღმოჩნდა.
ოჯახის საყრდენი გამოგვეცალა. პირველ რიგში მის შვილიშვილებს რომლებიც აღმერთებდნენ, ეთაყვანებოდნენ, ეიმედებოდათ, სახლდან მასთან გარბოდნენ და ყველა კარგ ამბავს პირველად მას ურეკავდნენ.
მე ასეთი მეგობრობა არც მინახავს ჯოველის და მის შვილიშილებს რომ ქონდათ!
მოენატრებათ, დააკლდებათ, ძალიან ადრე იყო. ნინი უსენაშვილი - ძალიან ძნელი იქნება მაგრამ როგორი მაგარი გოგო-ბიჭები გაგზარდათ ეხლა გამოჩნდება.
მე და დათო კი აგერ ვწევართ ბოჭორიშვილის კლინიკაში აპარატზე მიერთებულ მიმაგრებული და ვფიქრობ რომ ვერც კი დავემშვიდობები, მადლობასაც ვერ ვეტყვი წესიერად რომ 25 წელი ჩემი ოჯახის იმედი და ბურჯი და ჩემი სანდროს ასეთი დიდი მეგობარი იყო!", - წერს სოციალურ ქსელში თინათინ ხიდაშელი.
ცნობისთვის, დავით უსუფაშვილის და თინა ხიდასელის ოჯახს რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 დეკემბრისთვის
- "გაზსა და დენზე ტარიფებს გლობალური ფასებიც განაპირობებს - ორშაბათს „სემეკი“ მიიღებს გადაწყვეტილებას" - ირაკლი კობახიძე
- 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით სუს-მა ბაჩო ახალაია დააკავა
- 10 ავტორი და ნაწარმოები, რომლებსაც ქართველები 2025 წელს კითხულობდნენ
- "ივანიშვილმა იყიდა რუსეთში სახლები და ემზადება გასაქცევად, მაგრამ კრემლი ისეთ რაღაცებს სთხოვს, რისი მიცემაც ამ ეტაპზე არ შეუძლია" - მიხეილ სააკაშვილი
