მე გეტყვით, ეკონომიკა რამ ჩამოანგრია - სერგი კაპანაძე

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრი სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"პოზნერის წინააღმდეგ პროტესტი ეკონომიკას ჩამოანგრევსოვიღაცეები რომ წერენ ჭკვიანური სახით.

 

მე გეტყვით, ეკონომიკა რამ ჩამოანგრია:

 

- სახელმწიფო ვალმა, რომელიც 60%-ს ასცდა და რომელიც ყველაზე მაღალია, რაც საქართველოს ისტორიაში ყოფილა.

 

- 2014 წელს 1.8 მილიარდიანი უცხოური ინვესტიცია 2020-ში 600 მილიონზე რომ ჩამოენარცხა.

 

- ენერგეტიკის სფეროში 2013 წელს 246 მილიონიანი ინვესტიცია 2020-ში 5 მილიონზე რომ ჩამოეთხლიშა.

 

- გადასახადები რომ გაიზარდა შემცირების ნაცვლად და აქციზის გადასახადმა ფასები რომ გააძვირა;

 

- 2012 წლის 2.7%-იანი ინფლაცია 6.6%-ზე რომ ავარდა;

 

- ვალუტის კურსი 1.65 დან (2012 წლის ოქტომბერი) 3.4-მდე რომ აფრინდა და გაუჩერებლად განაგრძობს აღმასვლას.

 

- ბიუჯეტის დეფიციტი წარმოუდგენელ 8.5%-ზე რომ გაქვთ საპროგნოზო და ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რომ არის და თან რომ გვატყუებთ, ადმინისტრაციული ხარჯები შევკვეცეთო და ამავდროულად ჯიპებს და ავეჯს ყიდულობთ მაინც სამინისტროებისთვის.

 

და ამ ყველაფრის მერე, რუსეთიდან ტურისტები რომ აღარ შემოვლენ, ამიტომ ეკონომიკა ჩამოინგრევაო, რომ წერთ, თქვე უნამუსოებო, 2020 წელს რუსები მხოლოდ ტურისტების 13.8% იყო, მანამდე 17-19%-ის ფარგლებში. კიდეც რომ შემცირდეს ცოტათი, ზემოთ რაც წერია, მანდ არის ძაღლის თავი დამარხული და არა პოზნერის გაგდების გამო რუსების არ-ჩამოსვლაში.

 

მჩქეფარე დემოკრატია, თავისუფალი არჩევნები, დამოუკიდებელი სასამართლო და წელში გამართული სახელმწიფო ინსტიტუტები კი გვეხმარება გამდიდრებაში, მაგრამ მაგათმაც რა ქნან, მარტო არიან..."- წერს ის.

წაკითხვა 55 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.