"ეს მმართველობა არ დასრულდება ჩვენი ერთობის გარეშე!" - ირინა სარიშვილი

 თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიას განაჩენის ძალაში დატოვებას ეხმაურება სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი. სარიშვილი ამბობს, რომ არსებული ხელისუფლების  მმართველობის პირობებში მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას პატიმრობიდან გამოხსნის მოლოდინი ამაოა.

„სანამ პუტინის ნაცვალი ივანიშვილი მართავს ქვეყანას, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას რაიმე ფორმით ციხიდან დახსნის იმედი ისეთივე სისულელეა, როგორც ქვეყნის პოლიტიკური კურსის დასავლურისკენ შეცვლის მოლოდინი ამ ხელისუფლების პირობებში.

 

ივანიშვილის მმართველობა უნდა დავასრულოთ - ესაა ყველა პრობლემის გასაღები და ეს მმართველობა კი არ დასრულდება ჩვენი ერთობის გარეშე! ვერ შევძლებთ ერთობას ორ უმარტივეს საკითხზე - დასავლური კურსისა და ქვეყნის რუსული ოცნებისგან განთავისუფლების გარშემო? - დაველოდოთ მაშინ ასე უთავმოყვარეოდ, ღირსებააყრილები, უკრაინის გამარჯვებას, ვიამაყოთ ჩვენი ქვეყნისათვის ნამუსის მოსაწმენდად ომში წასული ქართველებით და თუ მანამდე ბოლომდე არ შევჭამეთ ერთმანეთი, რაღაცა ალაფი ჩვენც შეგვხვდება!

 

აი ეს არის რეალობა და ვისაც ეს არ ესმის ან ერთობის წინააღმდეგია, მინიმუმ სასარგებლო ჩლუნგია!“- წერს ირინა სარიშვილი.

 

ცნობისათვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და "მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღო, რომლის მიხედვითაც, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა.

წაკითხვა 245 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.