"საპროტესტო აქციების მოწყობა როგორი უნდა, ამას ხელისუფლებასაც ვაჩვენებ და ბოკერია-სააკაშვილის ცხვრებსაც"

"პატრიოტთა ალიანსის " ლიდერი ირმა ინაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ყველა საინფორმაციო საშუალების საყურადღებოდ ვწერ: ემზარ კვიციანი არავისთან არ მისულა! ემზარ კვიციანი გამოვიდა საქართველოს პარლამენტის შენობიდან და მიემართებოდა არა აქტივისტებისკენ, არამედ გამოძახებული ტაქსის მიმართულებით! მეორე- ემზარ კვიციანი არავის არ დასხმია თავს, ემზარ კვიციანს დაესხნენ თავს და მან დაიცვა საკუთარი ღირსება. გასაგებია, რომ კამათი მიდის თავდაცვის ფორმაზე, მაგრამ გეუბნებით მკაფიოდ: გადახედეთ სისხლის სამართლის კანონმდებლობას. კანონი ცალსახად გვეუბნება, რომ ვინც ადამიანს (მიზანმიმართული პროვოკაციის გზით) მიიყვანს ემოციურ აფეთქებამდე, ის ისჯება! ისჯება! თუ არ ვცდები 3 წელია სასჯელი.

 

ვაგრძელებ: პარლამენტის შენობის შესასვლელთან მობილიზებულია ბოკერია-სააკაშვილის რამდენიმეკაციანი პარტაქტივი. ეს არაა უბრალოდ ახალგაზრდების ჯგუფი. რომელია ნეიტრალური, თან, ახალგაზრდა აქტივისტი: სააკაშვილის მედიაზონდერი გიორგი კაპანაძე? კლონირებული ბოკერია- ვინმე რუხაძე? თუ ერთ დროს რუსეთით აღტაცებული ვინმე მაქარაშვილი? ესაა პროვოკატორთა ჯგუფი და მოვითხოვ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, - დროულად იმოქმედონ და აღკვეთონ ამ პროვოკატორების ქმედება, რომლებიც რეალურად დეპუტატებზე ახორციელებენ ფსიქოლოგიურ ტერორს, მორალურ ტერორს და იწვევენ დანაშაულის ჩადენისკენ. თუ ამ ჯგუფის ქმედება დროულად არ მოექცევა კანონის ფარგლებში, საპროტესტო აქციების მოწყობა როგორი უნდა, ამას ხელისუფლებასაც ვაჩვენებ და ბოკერია-სააკაშვილის ცხვრებსაც! მართლა ნუ გადა.... ვით თავზე! ჯერ ადამიანები ვართ, ღირსება გვაქვს და მერე ვართ დეპუტატები!

 

ჟურნალისტებს კი, მოვუწოდებ: ობიექტურად გააშუქონ მოვლენები. ჯერ დაიწერა, რომ ემზარ კვიციანი დაესხა აქტივისტებს თავს, მერე ეს "ნიუსი" წაიშალა, ახლა ისევ იწერება, რომ ემზარ კვიციანი მიემართებოდა აქტივისტებისკენ. სირცხვილი ესაა, კოლეგებო, განსაკუთრებით, "იმედსა" და "ინტერპრესნიუსს" ეხება!" - წერს ირმა ინაშვილი.

წაკითხვა 709 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 09 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.