”არც შევარდნაძის კარის “ინწილიგენტად” ქცეულა, არც ბიძინეს “გადასარჩენად” გაუხდია საქმე”
ცოტნე გამსახურდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:
”გია ყანჩელი – ადამიანი, რომელიც იყო თავის დროის და სოციალური წრის წარმომადგენელი, კომუნიზმსა და “ინწილიგენციას” ვგულისხმობ, მაგრამ თავი დააღწია ორივეს.
არ მიუღია საკუთარი ქვეყნის დაქცევაში მონაწილეობა და საკუთარი პრივილეგიებისთვის, “მასკვადან” ფირების და იქ – კონიაკების სატარებლად, საკუთარი ხალხის ავტომატიანი ჯალათები არ გაუპრავებია.
არც შევარდნაძის კარის “ინწილიგენტად” ქცეულა, არც ბიძინეს “გადასარჩენად” გაუხდია საქმე და არც საკუთარ საფაშოდ უქცევია ესა თუ ის დაწესებულება, თითქოს მემკვიდრეობით ერგოო, ა ლა სტურუა…
საკუთარი შრომით, ნიჭით, რეპუტაციით სარგებლობდა და ცხოვრობდა. არც არავის ხელის შემყურე ყოფილა და იყო ჭეშმარიტი ხელოვანი, მსოფლიო მოქალაქე – გია ყანჩელი დედამიწის ყველა წერტილში.
მართლაც რაღაც უცნაური კანონზომიერება აქვს ამ სამყაროს: მისი სიკვდილი გაზაფხულზე უბრალოდ ვერ მოხდებოდა. ჩემს თაობასაც, ყვითელი ფოთლების დანახვისას, მუდამ გია ყანჩელი გაახსენდება…
მსუბუქი იყვნენ ყვითელი ფოთლები შენთვის, მაესტრო…”- წერს ცოტნე გამსახურდია.
სიახლეები
- ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 13 მარტისთვის
- ეუთო „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს
- "მთელი ჩემი საკუთრება საქართველოში შედგება 1.5 ჰექტარი ვენახისგან, 75 კვ. მ. სახლისა და დამხმარე ნაგებობებისაგან" - მიხეილ სააკაშვილი
- "შეიცვლება თუ არა თბილისი-ვაშინგტონის ურთიერთობა და რას გეგმავს ბრიუსელი?!" - გია ხუხაშვილი
