ოპოზიცია, გარდა ნეგატივისა და რადიკალიზაციისა, რას სთავაზობს საზოგადოებას?
ექსპერტი ამირან სალუქვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:
"ოპოზიცია, გარდა ნეგატივისა და რადიკალიზაციისა, რას სთავაზობს საზოგადოებას?
არაფერს.
საპრეზიდენტო არჩევნები პროგრამის გარეშე ჩაატარეთ. რამდენჯერ მოგიწოდეთ? გაატარეთ.
იყო უაზრო დაპირებები, 400 ლარიანი პენსიები, გზები, წყლის გაყვანა...
აბა მოუმატოს ახლა სალომე ზურაბიშვილმა პენსია, მოუმატებს? ვერა. თქვენ რომ აერჩიეთ ხალხს, მოუმატებდით? ვერა.
გავიდა ამდენი ხანი, საკუთარ რიგებში არანაირი განახლება, არც ახალი პროგრამები, არც საინტერესო სახეები.
ჩასაფრებული ხართ ისევ ხელისუფლების შეცდომებზე და რევოლუციის მოსაწყობად, რათა ისევ პროგრამების გარეშე მოხვიდეთ, ისევ ჩვენი არჩევანის გარეშე და მერე სიკეთეები უნდა გეხვეწოთ.
კარგად წაიკითხეთ, თუ ჩვენი არ გჯერათ, აშშ საელჩოს განცხადება, გადადით მშვიდი თანამშრომლობის რეჟიმში და ნუ გაგვიწყალეთ გული ამდენი დაძაბულობებით და თქვენი პოლიტიკოსობით,"- წერს ამირან სალუქვაძე.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
