"სწორედაც რომ ამაყი ნაციონალი იყო"- მიხეილ სააკაშვილი ნიკა რურუაზე
საქართველოს ექს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნიკა რურუას გარდაცვალების ერთი წლისთავს ეხმაურება:
"დღეს ნიკა რურუას წლისთავია. იმ ხალხს მინდა შევახსენო ვისაც ნაციონალობა "უტყდება" რომ ამ მასშტაბის და გავლენის ინტელექტუალური ფიგურა ძალიან იშვიათად მოიძებნება საქართველოს უახლოეს ისტორიაში და ის სწორედაც რომ ამაყი ნაციონალი იყო. ცუდია რომ მისი ძმა ჟორიკა რომელიც სწორედ ნიკას გარდაცვალების შემდეგ განსაკუთრებით გააქტიურდა ახლა ჩადებული იარაღის გამო ივანიშვილის ტყვეა. ნიკას ბოლო სატელეფონო შეტყობინება მისი გულის ცემის შეწყვეტამდე ჩემთან იყო გამოგზავნილი და ის ასე ჟღერდა "შევაკვდებით და ამათ ქვეყანას არ დავუთმობთ". მინდა გავიმეორო "შევაკვდებით და ამათ ქვეყანას არ დავუთმობთ,"- წერს მიხეილ სააკაშვილი.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა
