"ბიძინა ივანიშვილს ვუსურვებ, მალე გათავისუფლდეს იმ ტვირთისგან, რისი ზიდვაც მის ძალებს აშკარად აღემატება"
ექსპერტი გია ხუხაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს:
"ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს. გულწრფელად ვუსურვებ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას ოჯახთან ერთად.
ამასთანავე ვუსურვებ, მალე გათავისუფლდეს იმ ტვირთისგან, რისი ზიდვაც მის ძალებს აშკარად აღემატება. ეს არის ერთადერთი გზა მოიპოვოს ის, რასაც ვერ იყიდი და რაც მისთვის დღეს ყველაზე ღირებულია - სულიერი სიმშვიდე...
სამწუხაროდ, პირადად ამას ვეღარ ვაკეთებ, რადგან ჩვენი მსოფლმხედველობა ძალიან დაშორდა ერთმანეთს, რამაც პრაქტიკულად უაზრო გახადა პირდაპირი კომუნიკაცია.."- წერს გია ხუხაშვილი.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა
