"ქვეყანაში სავალუტო კრიზისია, რომელმაც მისი ცუდი ნაირსახეობის, სავალტო კრახის ფორმა მიიღო"

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სოციალურ ქსელში წერს:

 

"ქვეყანაში სავალუტო კრიზისია, რომელმაც მისი ცუდი ნაირსახეობის, სავალტო კრახის ფორმა მიიღო. კრიზისის ეს ფორმა კარგად არის შესწავლილი ეკონომიკურ თეორიაში და ორ ასეულჯერ მომხდარა მსოფლიოს ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში.

 

კორონავირუსის გამო ეს კრიზისი განსაკუთრებული ფორმით მიმდინარეობს: ეკონომიკის დიდი სეგმენტი წყვეტს საქმიანობას, უბრალოდ, სამუშაო ძალის თვითიზოლაციის გამო, რაც დაკავშირებულია სიცოცხლის რისკთან. ანუ, სავალუტო კრიზისი მიმდინარეობს მისგან გამოსვლის უმთავრესი ფაქტორის, სამუშაო პროცესის აღგენის იუძულებითი შეფერხების გამო.

 

კრიზისის ამ თავისებურებამ და მომაკვდინებელი ინფექციის მასშტაბური გავრცელების საფრთხემ, მთელი ყურადღება გადაიტანა ჯანდაცვის საკითხებზე. რომ არა კორონავირუსი, დღეს მთავარი საზრუნავი იქნებოდა ლარი და მისი დევალვაციით მოსალოდნელი შედეგების თავიდან აცილების ამოცანები. მკურნალობაც აპრობირებული მეთოდებით იქნებოდა დაწყებული-მონეტარული და ფისკური პოლიტიკის გამკაცრებით. სხვა გზა ჯერ არავის გამოუგონია და სხვა გზით ვერავის დაუძლევია მსგავსი კრიზისი. მაგრამ, ვირუსმა სხვა ამოცანები გააჩინა-საბიუჯეტო არხებით ახალი ხარჯების გაწევა ბიზნესისა და ადამიანების გადასარჩენად. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი ხელით გიწევდეს ქამრის შემოჭერა და მეორე ხელით მისი მოშვება.


ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ამოცანა შეეჯახა ერთმანეთს. გამოსავალი, როგორც წესი, რომელიმეს გაწირვაა. ეს არჩევანიც კი არ არსებობს-ერთ მხარეზე სიცოცხლე დევს, მეორეზე, ეკონომიკის ჩამოშლა.


ამიტომ, ეს არ არის ფინანსური კრიზისის ( მისი ნაირსახეობის, სავალუტო კრიზისის) კლასიკური ფორმა. ამიტომ არის მისი დაძლევის რეცეპტისა და გზების პოვნა ურთულესი.

 

საბოლოო ჯამში, ყველაფერი მაინც საფინანსო-ეკონომიკური მოვლენაა და აქედან უნდა გამოვიდეთ: დღეს ქვეყანაში ნომერ პირველი ეკონომიკური პრობლემა ლარის გაუფასურება და მოსალოდნელი ინფლაციაა. არ ეშველება ლარს, არ ეშველება არაფერს, თანაც საკმაო დიდი დროის განმავლობაში. ეს დროც გარგად არის აღწერილი ეკონომიკურ თეორიაში.

 

დღეს ლარზე გადის როგორც ქვეყნის, ასევე ჩვენი ჯანმრთელობის ბედი,"- წერს რომან გოცირიძე.

წაკითხვა 697 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.