"დღეს ჩვენ მეორე მსოფლიო ომში გერმანელ ფაშისტებზე გამარჯვების 75 წლისთავს აღვნიშნავთ, ბევრმა ქვეყანამ კი გუშინ იზეიმა, რატომ ასეთი განსხვავება თარიღში?"

პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

"დღეს ჩვენ მეორე მსოფლიო ომში გერმანელ ფაშისტებზე გამარჯვების 75 წლისთავს აღვნიშნავთ, ბევრმა ქვეყანამ კი გუშინ იზეიმა. 

რატომ ასეთი განსხვავება თარიღში?

მიზეზი კაპიტულაციაზე ხელმოწერის დროში იმალება:

1945 წლის 8 მაისს კარლჰოსტში გერმანიის სარდლობამ ხელი მოაწერა უსიტყვო კაპიტულაციას. ეს მოხდა 22 საათსა და 43 წუთზე შუაევროპული დროით, ამ დროს კი მოსკოვში (საბჭოთა კავშირში) უკვე 0 საათი და 43 წუთი იყო, ანუ უკვე 9 მაისი იყო დამდგარი.

ჰოდა, გამარჯვების დღედ 9 მაისი გამოცხადდა.

----------

ამჟამად ბევრს ლაპარაკობენ - რა საბჭოთა კავშირი, ვინ იოსებ სტალინი... ომი ამერიკამ და დიდმა ბრიტანეთმა, ანუ რუზველტმა და ჩერჩილმა მოიგოო.

 

წაიკითხეთ ორივეს განცხადებები და მერე ილაპარაკეთ.

 

დიახ, ფაქტია, რომ ორივე ეხმარებოდა მესამეს, რადგან იცოდნენ, რომ თუ მესამე განადგურდებოდა, გერმანია ორივეს დაასამარებდა... 

 

ალბათ, იმასაც მნიშვნელობა აქვს, თუ ვის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ომი. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-ის ტერიტორია (ჰავაის კუნძულების გარდა) მოწინააღმდეგის სამიზნე არ გამხდარა. დიდი ბრიტანეთი, მართალია, იბომბებოდა, მაგრამ გერმანიის ვერმახტს ინგლისის მიწა-წყალზე ფეხი არ დაუდგამს. 

 

სხვათა შორის, 1942 წელს გერმანიის სამხედრო ნაწილებს საქართველოს ტერიტორიაც ჰქონდათ დაკავებული - აფხაზეთის მაღალმთიანი სოფელი ფსხუ, კავკასიის ქედზე, ვერმახტის მიერ ერთი კვირა იყო ოკუპირებული, პირველიდან რვა სექტემბრამდე.

 

იმავე 1942 წელს დროდადრო თბილისის ცაზე გერმანული ლიუფტვაფეს თვითმფრინავებიც გამოჩნდებოდნენ ხოლმე..." - წერს ის.

წაკითხვა 641 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.