May 1, 2024

„სპორტში ყველაზე დიდი მოტივაცია წარმატებაა, წარმატების შედეგი კი სწორი ვარჯიში" - დავითი ტაკაშვილი

"ჩემი აზრით, სპორტსმენმა  პირველ რიგში საკუთარი თავის რწმენა უნდა მოიპოვოს, შემდეგ ტრენერს დაუჯეროს,"- საკუთარი წარმატების შესახებ FirtNews.ge-თან სპორტსმენი დავითი ტაკაშვილი საუბრობს.

მისი თქმით, სპორტში მთავარია სწორი და ზედმიწევნით შესრულებული ვარჯიში.

 

"ბერძნულ რომაული ჭიდაობა სპორტის ის სახეობაა, როდესაც ორთაბრძოლაში წელს ზემოთ ერთვები. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სახეობაში არც ფეხის გამოყენება შეიძლება და არც ფეხზე ხელის მოკიდება. ამ სახეობას  დაუღალავი შრომა სჭირდება. დღეში რამდენჯერმე ვარჯიში, რადგან ამ სპორტში ფიზიკურობა ძალიან ბევრს ნიშნავს.  ზემოთ მოგახსენეთ რომ მხოლოდ ზედა ტანით ხდება ჭიდაობა, შესაბამისად, განვითარებული უნდა იყოს სხეულის ყველა ადგილი, რათა დაგვეხმაროს ილეთების გამოყენების დროს. ეს იქნება ჯვარედინი გადავლება, ხელზე დახვევა, თუ კისერზე მოკიდებით გდება. რა თქმა უნდა, ილეთებთან ერთად აუცილებელია ფიზიკური მომზადება. ეს ის სპორტია, სადაც ყველა მონაწილე ცდილობს მოწინააღმდეგე  ბეჭებზე დააგდოს,"- აცხადებს სპორტსმენი.

 

Screenshot 9

 

დავით ტაკაშვილი საკუთარი წარმატების შესახებ გვიყვება და აღნიშნავს, რომ ყოველი გამარჯვების შემდეგ უფრო მოტივირებული ხდებოდა და კარიერულად წინ მიიწევდა, დაუღალავად.

 

"2002 წელს დავიწყე ვარჯიში, რა თქმა უნდა, ჩემი გადაწყვეტილებით არ დამიწყია. ოჯახის დაახლოებულმა პირმა ჩემს მშობლებს ურჩია, რომ კარგი სპორტია და მეც განმაწყვეს ისე, რომ აუცილებლად უნდა შევსულიყავი ამ სპორტში. კარგად დავიწყე, შევუდექი ვარჯიშს, ტრენერიც კარგი და პროფესიონალი შემხვდა - იმედა ფრეწუაშვილი.

 

რამდენიმე თვეში უკვე შეჯიბრებში მედლების მოპოვებაც შევძელი, შემდეგ დავიწყეთ მზადება საქართველოს ჩემპიონობისთვის. 2006 წელს პირველად პატარებში ვიჭიდავე  და შევძელი ფინალში ჭიდაობა, სადაც მეორე ადგილი დავიკავე. ძალიან გამიხარდა, მაგრამ ჩემპიონობა მინდოდა. უფრო მეტი მოტივაცია მომეცა,  გავიარეთ შეკრებები. ნაკრებში გავემგზავრეთ ანტალიაში, სადაც დავიკავე მესამე ადგილი. გავაგრძელე მომზადება შემდეგი წლისთვის. 2007 წელს გავხდი საქართველოს ჩემპიონი.

 

ჩემს დარბაზში პირველი საქართველოს ჩემპიონის ტიტული მე მოვიპოვე. შემდეგ გავემგზავრეთ თურქეთში, ანტალიაში სადაც დავიკავე ასევე მესამე ადგილი. ასევე, სომხეთში, ერევანში მესამე ადგილი. ირანშიც კარგად გამოვედით და დავიკავე მეორე ადგილი ქალაქ თეირანში რამაც გადაწყვიტა ჩემი ევროპის ჩემპიონატზე გაყვანა.

 

შეჯიბრება პოლონეთში ჩატარდა, ქალაქ ვარშავაში  ტრავმით გავემგზავრე. ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატზე დავთმე სამწუხაროდ მას შემდეგ 7 წელი ნაკრებში ვიყავი. უკვე დიდების ნაკრებში გადასვლის დროს წელის ტრავმა განმეორებით მივიღე, რის შედეგადაც ვეღარ გავაგრძელე აქტიური სპორტი და დავიწყე მკურნალობა ამ დროს გავიკეთე ოპერაცია რომელსაც რეაბილიტაცია დასჭირდა რამოდენიმე წელი

 

ეს მანძილი ჩემს ტრენერს ვეხმარებოდი რამდენიმე სპორტსმენის მომზადებაში. ძალიან კარგი გუნდი შევქმენით. ის ერთ-ერთი წარმატებული გუნდია საქართველოში. პარალელურად კარიერა უკვე მსაჯობაში მოვსინჯე და გავხდი ნაციონალური კატეგორიის მსაჯი, რეაბილიტაციის შემდეგ განვაახლე ვარჯიშები ყველაფერმა კარგად ჩაიარა და უკვე ჩავერთვები შეჯიბრებებში, პატარა მოჭიდავეების შეჯიბრებებს დავყვებოდი ყველა და ჩემს გამოცდილებას ვუზიარებდი ეს მოჭიდავეები არიან ბექა მელელაშვილი (Beka Melelashvili), გიორგი ცოფურაშვილი (Giorgi Tsopurashvili), აკაკი ოსიაშვილი (Akaki Osiashvili),  გიორგი უერთაშვილი (Giorgi Uertashvili)  რომლებიც მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატზე ჩემპიონები და პრიზიორები გახდნენ . მიხარია ჩემი გამოცდილება, რომ გამოადგათ,"- აცხადებს ჩვენთან საუბარში დავითი ტაკაშვილი.

Screenshot 12

 

ავტორი: ივლიტა გოგუა

 

 

 

 

wrestling, wrestler, Davit Takashvili, Georgian , championship, champion, coach

წაკითხვა 514 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 27 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.