May 16, 2024

როჯერ ფედერერი პირველი შვეიცარიელი გახდა, რომელიც სიცოცხლეშივე გამოსახეს მონეტაზე

შვეიცარიაში როჯერ ფედერერის გამოსახულებით მონეტა მოიჭრება. ლეგენდარული ჩოგბურთელი პირველი შვეიცარიელი გახდა, რომელიც სიცოცხლეშივე გამოსახეს ადგილობრივ საიუბილეო მონეტაზე.

 

20- ფრანკიან მონეტას ოფიციალურად 2020 წლის 23 იანვარს გამოუშვებენ. მაისში კი 50- ფრანკიანი ოქროს მონეტა გამოვა.

 

 

ჩოგბურთელმა Twitter-ზე მონეტის დამზადების ვიდეო გამოაქვეყნა და ქვეყანას მადლობა გადაუხადა. 

 

 

"ამ წარმოუდგენელი პატივისთვის შვეიცარიას დიდი მადლობა"- დაწერა ფედერერმა.

 

 

http://www.tabula.ge/ge

წაკითხვა 614 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 05 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.