April 27, 2024

ვერტმფრენის კატასტროფისას კობი ბრაიანტთან ერთად მისი 13 წლის ქალიშვილიც დაიღუპა

ვერტმფრენის კატასტროფას კალათბურთელ კობი ბრაიანტის 13 წლის ქალიშვილის - გაიანასა - და ბორტზე მყოფი კიდევ შვიდი ადამიანის სიცოცხლეც ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

 

„ვერტმფრენის ბორტზე 9 ადამიანი იმყოფებოდა - პილოტი და 8 მგზავრი, არავინ გადარჩენილა,“- განაცხადა ლოს ანჯელესის ოლქის შერიფმა ალექს ვილანუევამ, რომელიც მანამდე 5 გარდაცვლილის შესახებ საუბრობდა.

 

კობი ბრაიანტისა და გაიანას დაღუპვის შესახებ ინფორმაცია NBA-ის კომისარმა ადამ სილვერმაც დაადასტურა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ბრაიანტის კერძო ვერტმფრენმა კატასტროფა კალაბასასში, კალიფორნიაში განიცადა. კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

 

41 წლის კობი ბრაიანტი მთელი თავისი 20 წლიანი კარიერის მანძილზე „ლოს-ანჯელეს ლეიკერსში“ თამაშობდა. ის NBA-ის ჩემპიონის ტიტულის ხუთგზის მფლობელი იყო.

წაკითხვა 577 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.