May 16, 2024

პირველი დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები პირველი დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

მთელი დღე აკვიატებული აზრი მოსვენებას არ გაძლევთ გეჩვენებათ, რომ რაღაც ვერ შენიშნეთ ან, უბრალოდ, გამოგრჩათ. დამშვიდდით. აუცილებელი არ არის, ყველაფერი იცოდეთ, რაც მეზობელ სახლში, ქუჩაში ან ქალაქში ხდება. ის ინფორმაცია, რომელსაც ამჟამად ფლობთ, სრულიად საკმარისია.

 

კურო

განსაკუთრებული ძალისხმევაც კი არ დაგჭირდებათ, რომ ამ დღემ წარმატება მოგიტანოთ. პლანეტების განლაგების დამსახურებით, მთელი დღე სასიამოვნო დამთხვევებისგან შედგება. როგორი სკეპტიკოსიც არ უნდა იყოთ, შეუძლებელია, ბედის ასეთ საჩუქარზე უარი თქვათ.

 

ტყუპები

ასტროლოგები გირჩევენ, რომ წვრილმანებს ნაკლები ყურადღება მიაქციოთ და სიტუაცია მთლიანობაში შეაფასოთ. ეცადეთ, ოცნებისკენ მიმავალი სტრატეგია შეიმუშაოთ. თუ ამის გაკეთებას დამოუკიდებლად ვერ ახერხებთ, გირჩევთ, დახმარება მეგობრებს სთხოვოთ.

 

კირჩხიბი

ამ დღეს შეგიძლიათ ნებისმიერი ადამიანი რაშიც გინდათ იმაში დაარწმუნოთ. როდესაც რაღაც მთელი გულით გსურთ, სასურველის მისაღებად ყველაფერს გააკეთებთ. ამ დღეს მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის უნდა იმოქმედოთ. გირჩევთ, ოცდაოთხი საათის განმავლობაში სიტყვა თანაგრძნობა დაივიწყოთ.

 

ლომი

ასტროლოგები ლომებს ურჩევენ, რომ საკუთარ ოცნებებზე უარი არ თქვან და პრინციპებს არ უღალატონ. ნუთუ სხვების სიამოვნებისთვის ცხოვრება არ მოგბეზრდათ? მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რას გთხოვთ, ამ დღეს მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაეხმაროთ.

 

ქალწული

ამ დღეს, როგორც არასდროს, ისე მნიშვნელოვანია, რომ დაგეგმილი ამოცანები სწრაფად და ხარისხიანად შეასრულოთ. მოტივაციას მატერიალური კომპონენტი, უფროსების შექება ან, უბრალოდ, ახლის მიმართ ინტერესი გმატებთ.

 

სასწორი

სასწორისთვის მუშაობა იმაზე მეტად სასარგებლოა, ვიდრე ოდესმე. უმჯობესია, ეს დღე სამსახურში გაატაროთ, ვიდრე სახლის კედლებში. ენერგიით სავსე ხართ და შეგიძლიათ „მთები გადააბრუნოთ“. ნუ მიუშვებთ თვითდინებაზე მოვლენებს და ეცადეთ, ყველაფერი აკონტროლოთ.

 

 

მორიელი

გირჩევთ, ღრუბლებში ფრენით ძალიან ნუ გაერთობით. გახსოვდეთ, რომ ცხოვრება აქ და ახლაა, ამიტომ აკონტროლეთ ყველაფერი, რაც გარშემო ხდება. მოერიდეთ ვირუსებს და გაციებას. ხელსაყრელი დღეა პროფილაქტიკური მკურნალობის დაწყებისთვის.

 

მშვილდოსანი

ამ დღეს ნებისმიერი წვრილმანი ყურადღებას გიფანტავთ და მუშაობა გიჭირთ. ეცადეთ გარშემო შემოიკრიბოთ ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკონტროლებენ და საკუთარ მოქმედებებს დეტალურად გეგმავენ.

 

თხის რქა

უმჯობესია, ეს დღე ფიქრს და სამომავლო გეგმების შედგენას დაუთმოთ. სავარაუდოდ, არასოდეს გყოფნით დრო, რომ საკუთარ თავთან მარტო დარჩეთ და საყვარელ ადამიანზე იფიქროთ. გამორიცხული არ არის, რომ შოკის მომგვრელ დასკვნებამდე მიხვიდეთ, მაგრამ ისინი ოცნების ასრულებაში დაგეხმარებიან.

 

მერწყული

ამ დღეს მხოლოდ საკუთარი თავის იმედად არ უნდა დარჩეთ. პრობლემებს მარტო ვერ გაუმკლავდებით, ამიტომ ეცადეთ, კოლეგებისა და ახლობლების რჩევებს დაეყრდნოთ. გახსოვდეთ, რომ სულელური კითხვების დასმა სირცხვილი არაა, სირცხვილი სულელურ სიტუაციაში მოხვედრაა. ეცადეთ, საკუთარ თავთან გულწრფელი იყოთ.

 

თევზები

ამ დღეს შეგიძლიათ, ლიდერის როლი მოირგოთ. ამასთან, დიდი ხანია, თქვენში პატარა დიქტატორი ცხოვრობს. ნუ შეგეშინდებათ პასუხისმგებლობის აღების, რადგან ყველა მოვალეობას და პასუხისმგებლობას ადვილად გაუმკლავდებით.

წაკითხვა 352 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 01 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.