May 11, 2024

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

იმდენ საქმეს ნუ შეეჭიდებით, რამდენსაც ვერ გაუმკლავდებით. სავარაუდოდ, საკუთარ შესაძლებლობებს გადაჭარბებულად აფასებთ, რამაც შეიძლება შეცდომები გამოიწვიოს. შესაძლებლობა გექნებათ, რომ ძველი კავშირები აღადგინოთ, თუმცა მაგრამ მანამდე ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე უნდა აწონ-დაწონოთ.

 

კურო

პროფესიული საქმიანობის თვალსაზრისით დღის პირველი ნახევარი წარუმატებელი იქნება. მნიშვნელოვანი საქმის კეთება მხოლოდ დღის მეორე ნახევარში უნდა დაიწყოთ. ხელსაყრელი დღეა მოლაპარაკებებისთვის - სავარაუდოდ, შედეგი თქვენთვის სასიამოვნო იქნება. შესაძლოა, მიიღოთ შეთავაზება, რომელიც თქვენს ფინანსურ მდგომარეობას ძალიან მალე გააუმჯობესებს. გირჩევთ, სამოქმედო გეგმა კარგად მოიფიქროთ და შეცდომები არ დაუშვათ.

 

ტყუპები

ნუ ეცდებით, საკუთარი შეცდომები და პრობლემები სხვებს გადააბრალოთ. თქვენი საქმეების შედეგები მხოლოდ თქვენს გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. გარშემო მყოფების მხარდაჭერის იმედი ნუ გექნებათ. შესაძლოა, გაიცნოთ ადამიანი, რომელიც მომავალში ძალიან დაგეხმარებათ.

 

კირჩხიბი

საკუთარი გეგმის შესასრულებლად თითქმის შეუძლებელი უნდა შეძლოთ. თუ დარწმუნებული ხართ, რომ ამას შეძლებთ, უყოყმანოდ იმოქმედეთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ნებისმიერი შესყიდვა გადადოთ, რადგან ამ დღეს ფულის გონივრულად ხარჯვა არ შეგიძლიათ.

 

ლომი

თუ ამ დღეს მუშაობას გეგმავდით, გეგმების შეცვლა მოგიწევთ - პროფესიული საქმიანობისთვის არახელსაყრელი დროა. გამორიცხული არ არის, რომ შეცდომა დაუშვათ და პროექტი ჩავარდეს. მუშაობა დაივიწყეთ და მოდუნდით. ახლა საუკეთესო დროა საყვარელ ადამიანებთან დროის გასატარებლად.

 

ქალწული

რთული და პრობლემებით სავსე დღეა. თქვენს გზაზე გაჩნდება დაბრკოლებები, რომლებიც მუშაობაშიც და პირად ცხოვრებაშიც ხელს შეგიშლით. სამსახურში მოსალოდნელია უთანხმოება და კონფლიქტები, რაც საქმის დასრულებას შეაფერხებს. მხარდაჭერას იმ ადამიანებში ნახავთ, რომლებიც ახლახან გაიცანით. ძველი მეგობრებისგან სასიხარულო ამბებს გაიგებთ.

სასწორი

შესაძლოა, ემოციური მდგომარეობის გამო პრობლემები შეგექმნათ. სამწუხაროდ, თქვენი გაბრაზება და წყობიდან გამოყვანა ადვილია. ეცადეთ, რაც შეიძლება ნაკლები ყურადღება მიაქციოთ ადამიანებს, რომლებიც გამუდმებით საკუთარ პრობლემებზე გიყვებიან. თუ დილიდან პოზიტიურ განწყობას შეინარჩუნებთ, დღე შესანიშნავად ჩაივლის. დღის მეორე ნახევარი დადებით ცვლილებებს გპირდებათ. შესაძლოა, ახლობელმა ადამიანმა სასიამოვნო სიურპრიზი მოგიწყოთ.

მორიელი

ამ დღეს ძველი პრობლემის მოგვარებას შეძლებთ, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. იმპროვიზაციის ნუ შეგეშინდებათ. სავარაუდოდ, მენეჯმენტს თქვენი უჩვეულო გადაწყვეტილებები მოეწონება. გამორიცხული არ არის, რომ კარიერული წინსვლა ან ფინანსური წახალისება დაიმსახუროთ.

 

მშვილდოსანი

ამ დღეს ვერანაირი სირთულე ვერ შეგაშინებთ. იმ დროს, როცა სხვები დანებდნენ, თქვენ შეუპოვრობა სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ. თამამად შეგიძლიათ ახალი პროექტები დაიწყოთ. საღამოს ფინანსური ოპერაცია გელით - შესაძლოა, ანაზღაურება მიიღოთ ან ახალი ხელშეკრულება დადოთ.

 

თხის რქა

სამუშაოდ დღის პირველი ნახევარი ყველაზე ხელსაყრელი იქნება. მზად ხართ ნებისმიერი სირთულის დავალებას გაუმკლავდეთ და დროის უშედეგოდ დაკარგვა არ გსურთ. განსაკუთრებული წარმატება შემოქმედ თხის რქებს ელით. საღამოს საყვარელი ადამიანი სასიამოვნო სიურპრიზით გაგახარებთ.

 

მერწყული

ნუ შეშინდებით, თუ ბევრი რთული საქმის გაკეთება დაგევალებათ. თუ ხვდებით რომ ამდენ საქმეს მარტო ვერ გაუმკლავდებით, შეგიძლიათ დახმარება მეგობრებსა და ნათესავებს სთხოვოთ. ფრთხილად იყავით, რომ შეცდომა არ დაუშვათ. რომელიღაც ახლობელს თქვენი რჩევა ძალიან დაეხმარება.

 

თევზები

თევზებს ხელსაყრელი და ნაყოფიერი დღე ელით. თქვენი ავტორიტეტი იზრდება და თქვენს აზრებს ანგარიშს უწევენ. მხარდაჭერისთვის ისეთი ადამიანები მოგმართავენ, რომლებიც ადრე ანგარიშს არ გიწევდნენ. ფრთხილად იყავით, რომ სხვების დახმარების გამო, საკუთარი ინტერესები არ დააზიანოთ. თქვენს აქტიურობას გავლენიანი ადამიანები შეამჩნევენ.

წაკითხვა 265 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.