April 29, 2024

20 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

თქვენი ფინანსური მოთხოვნილებები საგრძნობლად იზრდება და მათი დაკმაყოფილებისთვის ფული არ გყოფნით. ხელსაყრელი დღეა შემოსავლის ახალი წყაროების მოსაძებნად. ეცადეთ უარყოფითი გამოცდილებიდან სასარგებლო დასკვნები გამოიტანოთ და მომავალში გამოიყენოთ.

 

კურო

ინფორმაცია, რომელსაც დღეს მიიღებთ, ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. მთავარია, მისი სასარგებლოდ გამოყენება შეძლოთ. პროფესიონალებთან ურთიერთობა და მათი რჩევები დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებაში გამოგადგებათ. გამოგადგებათ თქვენივე სამუშაოსთვის. გირჩევთ ნერვიული სტრესი ფიზიკური აქტივობით მოიხსნათ.

 

ტყუპები

დაძაბული, საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. შეგიძლიათ ახლობელ ადამიანს ახალი, ორიგინალური იდეები ან გრძნობები თამამად გაუზიაროთ. ისეთი შესაძლებლობები გაჩნდება, როგორზეც ვერასოდეს იფიქრებდით. გირჩევთ, მუშაობის დრო უსარგებლო საუბრებში არ გაფლანგოთ.

 

კირჩხიბი

დრო რომ დაზოგოთ და მუშაობა უფრო ნაყოფიერი გახადოთ, მოქმედების მკაფიო, დეტალური გეგმა უნდა შეადგინოთ და მიჰყვეთ. სწორად განსაზღვრული პრიორიტეტები საშუალებას მოგცემთ, დასვენებისა და პირადი საქმეებისთვის მეტი დრო გამონახოთ. გირჩევთ ზედმეტად ემოციურ ურთიერთობას მოერიდოთ.

 

ლომი

სავარაუდოდ, თქვენი დახმარება და პრაქტიკული რჩევა ბევრ ახლობელს დასჭირდება. უნდა დაეხმაროთ, მაგრამ საკუთარი ინტერესებიც არ დაივიწყოთ. ეცადეთ, გარკვეული დროით განმარტოვდეთ და მოქმედების გეგმა დასახოთ. პროფესიონალის დახმარებით რთული საქმის წარმატებით დასრულებას შეძლებთ.

 

ქალწული

თქვენი სიმშვიდე და წინდახედულობა საქმეზე და გარშემო მყოფ ადამიანებზე დადებითად მოქმედებს და თქვენ მიმართ კეთილად განაწყობს. ეცადეთ რთული და სადავო საკითხები კონსტრუქციულად, ზედმეტი ემოციების გარეშე მოაგვაროთ. სწორად მოქმედების შემთხვევაში ძველი კონფლიქტების დასრულებას შეძლებთ და გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერას მოიპოვებთ.

 

სასწორი

მოერიდეთ დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას და ნუ ეცდებით, ყველა პრობლემა მარტო მოაგვაროთ. გირჩევთ საკუთარ კოლეგებს და პარტნიორებს უფრო მეტად ენდოთ და საკუთარი სამუშაო გადაუნაწილოთ. გამონახეთ დრო, რომ ცოტა დაისვენოთ და ჯანმრთელობაზე იზრუნოთ.

 

მორიელი

დროა გეგმების შეცვლაზე იფიქროთ. ეცადეთ, ახალი შესაძლებლობები დაინახოთ, რომლებიც თქვენს ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეცვლის. უარს ნუ იტყვით შეთავაზებაზე, რომელსაც დღეს მიიღებთ.

 

მშვილდოსანი

პიროვნული თვისებებისა და კომუნიკაბელურობის წყალობით ადამიანების მოხიბვლას ადვილად ახერხებთ და შეგიძლიათ, თანამოსაუბრე საკუთარ სიმართლეში დაარწმუნოთ. გამოიყენეთ ეს დღე საჭირო კავშირების დასამყარებლად. ეცადეთ, ურთიერთობებში ინიციატივა გამოიჩინოთ. მოინახულეთ ადამიანი, რომელსაც თქვენი დახმარება სჭირდება.

 

თხის რქა

სანამ აქტიურ მოქმედებებს დაიწყებთ, სასურველია, რომ დაინტერესებულ მხარეებს, კოლეგებს და საყვარელ ადამიანებს რჩევა სთხოვოთ. ეს მიზნის მიღწევაში ძალიან დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დღეა გუნდური მუშაობისთვის - სასურველია, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები თანამოაზრეებთან ერთად მიიღოთ.

 

მერწყული

გირჩევთ, მუშაობის ჩვეული მეთოდები შეცვალოთ და სიტუაციას სხვა კუთხიდან შეხედოთ. ეს შეცდომების გამოსწორებაში დაგეხმარებათ და განვითარებას ახალ შესაძლებლობებს გაპოვნინებთ. არსებობს შანსი, რომ ყველაზე რთული საქმეები წარმატებით დაასრულოთ. მთავარია, დაწყება გაბედოთ.

 

თევზები

ხელსაყრელი დღეა დასვენების ან მსუბუქი სამუშაოსთვის. აჩქარება და ემოციური სტრესი კარგს არაფერს მოგიტანთ. გირჩევთ თქვენთვის კომფორტული ტემპით იმუშაოთ და პერიოდულად დაისვენოთ. ხელსაყრელი დროა პარტნიორთან გულწრფელი საუბრისთვის - ერთად განიხილეთ საკითხები, რომლებიც გაწუხებთ.

წაკითხვა 260 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.