როგორი იქნება 2023 წლის აგვისტო ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

გამაგრდით! 2023 წლის აგვისტო დედამიწის ბიოსფეროს კარგად შეარყევს. ზაფხულის ბოლო თვე, განსაკუთრებით მისი მეორე ნახევარი, ზოდიაქოს ბევრი ნიშნისთვის ძალიან რთული იქნება.

 
 ვერძი

წინ საკმაოდ რთული პერიოდია, თუმცა ბევრი ვერძი წარმოუდგენლად ძლიერ მოთმინებასა და გამძლეობას გამოავლენს.

მატერიალური ხასიათის პრობლემები შეიძლება შვილებთან ურთიერთობაზე აისახოს. ჰოროსკოპი ვერძ მშობლებს ურჩევს, შვილების მომხმარებლური დამოკიდებულება არ წაახალისონ.

შემოსავალი შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ ხარჯებიც მათთან ერთად იზრდება. ასეა თუ ისე, აგვისტოში იღბალი თქვენთანაა, ამიტომ ფინანსური ზარალი ნაკლებად სავარაუდოა - გაუთვალისწინებელ ხარჯებს შემოსავალი აანაზღაურებს.

ენდე, მაგრამ შეამოწმე! - აგვისტოში ყველა ვერძმა ამ დევიზით უნდა იხელმძღვანელოს.

12-იდან 22 აგვისტომდე პერიოდში მეტი თავშეკავების და მოთმინების გამოვლენა მოგიწევთ. მოერიდეთ ნაჩქარევ დასკვნებსა და გადაწყვეტილებებს, რადგან დაშვებულმა შეცდომებმა ან არასწორმა გათვლებმა შეიძლება თქვენს ავტორიტეტზე და პროფესიულ შედეგებზე უარყოფითად იმოქმედოს.

აგვისტო მასაჟებისა და SPA პროცედურებისთვის ხელსაყრელი პერიოდია. ასევე რეკომენდებულია ხერხემლის გამაგრებისკენ მიმართული ფიზიკური ვარჯიშები.

ხელსაყრელი დღეები: 1, 5, 10, 14, 20, 24, 29

არახელსაყრელი დღეები: 3, 7, 12, 17, 22, 27, 31

კურო

ზოგჯერ შეჩერება ყველას გვჭირდება, რათა ცოტა დავისვენოთ და არჩეული მიმართულება კარგად გავიაზროთ.

კუროს ასტროლოგიური მმართველი - პლანეტა ვენერა მთელი თვის განმავლობაში რეტროგრადული იქნება, 23-ის შემდეგ კი პლანეტა მერკურიც უკუსვლას დაიწყებს. ეს ნიშნავს, რომ პირად ცხოვრებაში გაურკვევლობის პერიოდი იწყება. ახლო ურთიერთობების შესანარჩუნებლად ბევრ რამეზე თვლი უნდა დახუჭოთ, სერიოზული საუბარი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები კი სამომავლოდ გადადოთ.

16 აგვისტოს, ახალი მთვარე ლომში დაასრულებს სასიყვარულო ურთიერთობას, რომელსაც პერსპექტივა არ აქვს.

ფინანსური თვალსაზრისით, აგვისტო წინააღმდეგობრივი თვეა. ბევრი ხარჯი გელით და მათი უმეტესი ნაწილი მეუღლის, შვილების, პირად და ოჯახურ საჭიროებებს უკავშირდება.

თვის დასაწყისსა და ბოლო დღეებში შესაძლოა თანამოაზრეებთან და ძალაუფლების მქონე ადამიანებთან ურთიერთობაში შეიძლება სერიოზული პრობლემები შეიქმნას. სავარაუდოდ, მიზეზი ვიღაცის ამბიციები ან ფინანსური ხასიათის პრეტენზიები იქნება.

აგვისტოში შესაძლოა, მუდმივი დაღლილობის შეგრძნებამ და განწყობის ცვალებადობამ შეგაწუხოთ. კარგი იქნება, თუ თავს დასვენების უფლებას მისცემთ. არ დაივიწყოთ სწორი კვების შესახებ, რომ ზედმეტი კილოგრამები არ დააგროვოთ.

ხელსაყრელი დღეები: 4, 8, 12, 18, 22, 28

არახელსაყრელი დღეები: 2, 6, 10, 14, 20, 24, 30

ტყუპები

„შორი გზა მოიარე და შინ მშვიდობით მიდი“ - ეს უნდა იყოს ტყუპის დევიზი აგვისტოში. ამ თვეში თქვენი ცხოვრების გზა ეკლიანი იქნება, ამიტომ სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ნუ აჩქარდებით.

რეტროგრადული ვენერა და რეტროგრადული მერკური თქვენს პირად ცხოვრებაში გაურკვევლობას შემოიტანს. ახლო ნათესავებს, განსაკუთრებით ხანდაზმულ ნათესავებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ელით.

ჰოროსკოპი არც ოჯახურ კონფლიქტს გამორიცხავს, მაგრამ ეს დროებითი სირთულეებია. შეეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და გზიდან არ გადაუხვიოთ.

მზად იყავით იმისთვის, რომ აგვისტოს ბოლოს ხარჯები და პრობლემები თქვენს საფულეს დააცარიელებს. გახსოვდეთ, რომ რთულ სიტუაციებში შეგიძლიათ უახლოესი ადამიანების დახმარების იმედი გქონდეთ. ზოგი ტყუპები უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებიდან კარგ შემოსავალს მიიღებს.

გამორიცხული არ არის, რომ თვის ბოლოს ახალი სამუშაოს ძებნა მოგიწიოთ, რადგან კოლეგებთან ან მენეჯმენტთან ურთიერთობა შეიძლება უკიდურესად დაიძაბოს. ამ პერიოდში ბიზნესში წარუმატებლობები, დანაკარგები და პრობლემები საკმაოდ რეალურია.

თუ სტრესისგან გამოწვეულ პრობლემებს ყურადღებას არ მიაქცევთ, ეს შეიძლება სექტემბრამდე აპათიასა და დეპრესიაში გადაიზარდოს. გარდა ამისა, აგვისტოში მეტი სიფრთხილე გმართებთ მგზავრობის და მანქანის მართვის დროს - ავარიების რისკი საკმაოდ მაღალია.

ხელსაყრელი დღეები: 1, 5, 11, 15, 21, 25, 29

არახელსაყრელი დღეები: 3, 7, 13, 17, 23, 27, 31

კირჩხიბი

წინ საკმაოდ არასტაბილური თვეა, სადაც ყველა პრობლემა ფინანსებს უკავშირდება. ეცადეთ, ობიექტურობა შეინარჩუნოთ და რეალობას არ გაექცეთ, მაშინ პრობლემებს თავს დააღწევთ.

ფინანსებთან დაკავშირებული უთანხმოება და პრეტენზიები შეიძლება შეყვარებულების ურთიერთობაზეც აისახოს. ზოგ კირჩხიბს მოუწევს სიმართლეს თვალებში ჩახედოს და ასეთი ურთიერთობა მიატოვოს. განქორწინებულ წყვილებში მოსალოდნელია ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული დაპირისპირება, მეგობრული წყვილები კი რთული საკითხების მოგვარებაზე ერთად იმუშავებენ.

აგვისტოს მეორე ნახევარში პრობლემები შეიძლება ნათესავებს შორისაც გაჩნდეს. ახლო ნათესავებიდან ვიღაც შეიძლება რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეს ან დაავადდეს.

რთული ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, შეგიძლიათ გარკვეული შემოსავლის იმედი გქონდეთ, რაც „გაკოტრებას“ თავიდან აგაცილებთ.

აგვისტოს მთავარი პრობლემაა რთული ურთიერთობა მოკავშირეებთან, მეგობრებთან, პარტნიორებთან ან გავლენიან ადამიანებთან. ყველაფრის მიზეზი ფინანსები და მატერიალური ვალდებულებებია. პრობლემების მოგვარებას მხოლოდ სექტემბერში შეძლებთ.

ფრთხილად იყავით მოგზაურობისა და მანქანის მართვის დროს - ავარიების რისკი საკმაოდ მაღალია.

ხელსაყრელი დღეები: 4, 8, 12, 18, 22, 28

არახელსაყრელი დღეები: 2, 6, 10, 15, 20, 24, 30

ლომი

აგვისტოში რეტროგრადული ვენერა თქვენს ნიშანში მოძრაობს. ეს ნიშნავს, რომ ბევრ თქვენგანს მოუწევს ოსტატურად მანევრირება პრობლემებს შორის, რომელიც ზაფხულის ბოლო თვემ მოუმზადა.

განქორწინებული და განქორწინების ზღვარზე მყოფი წყვილებისთვის მთავარი საკითხი საერთო ქონების გაყოფის თემაა. ფინანსური პროგნოზი წინააღმდეგობრივია, რადგან ბევრი ხარჯი გელით, თუმცა შემოსავალიც ღირსეული იქნება.

23 აგვისტოს შემდეგ შესაძლოა საეჭვო ხასიათის წინადადება მიიღოთ, რომელიც ნახევრად კრიმინალურ ან ფარულ საქმიანობას უკავშირდება.

ჯანმრთელობის მხრივ სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის, მაგრამ ნერვიულობას მაინც უნდა მოერიდოთ.

ხელსაყრელი დღეები: 2, 6, 10, 15, 21, 25, 30

არახელსაყრელი დღეები: 4, 8, 12, 19, 23, 27

ქალწული

ქალწულებო, წინ რთული თვე გელით. ეცადეთ, სიფრთხილე და წინდახედულობა გამოიჩინოთ და არასტაბილური თვის სირთულეები უდანაკარგოდ გადაიტანოთ.

აგვისტოში ქალწულის ურთიერთობებზე გავლენას მკაცრი სატურნი ახდენს. ეს ნიშნავს, რომ პრობლემებისგან მხოლოდ ერთმანეთის მიმართ ფაქიზი დამოკიდებულება დაგიცავთ.

ფინანსური პროგნოზი პესიმისტურია, რადგან პროფესიულ საქმიანობაში შექმნილი სირთულეები მატერიალურ კეთილდღეობაზე აისახება.

მთელი აგვისტოს მანძილზე ვენერა რეტროგრადულია, 23 აგვისტოდან კი მერკურიც რეტროგრადული ხდება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ზაფხულის ბოლო თვე კარიერასა და ბიზნესში კატეგორიული გადაწყვეტილებებისა და სწრაფი მოქმედებებისთვის არახელსაყრელი დროა.

ქალწულის ჯანმრთელობა ყურადღებას მოითხოვს, განსაკუთრებით - თუ ქრონიკული დაავადებები ან დასუსტებული იმუნიტეტი გაქვთ. ეცადეთ, დაგეგმილი გამოკვლევები და პროფილაქტიკური მკურნალობა დროულად ჩაიტაროთ.

ხელსაყრელი დღეები: 7, 13, 17, 22, 28

არახელსაყრელი დღეები : 1, 5, 11, 15, 20, 26, 30

სასწორი

წარმატებისკენ მიმავალი გზა ყოველთვის ყვავილებით არ არის მოფენილი, თუმცა ეს გზა მაინც არსებობს და თქვენი ამოცანა მისი პოვნაა.

აგვისტოში შეყვარებულების ურთიერთობაში შეიძლება სირთულეები გაჩნდეს. მიზეზი სიყვარულის პლანეტა ვენერაა, რომელიც მთელი აგვისტოს მანძილზე გაურკვევლობას ქმნის. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა რომ არ დაზარალდეს, გულწრფელობა და წინდახედულობა გმართებთ. უფრთხილდით ინტრიგების მოყვარულ და ჭორიკანა ადამიანებს.

აგვისტოში უამრავი ხარჯი გელით და უმეტესწილად, ეს დაკავშირებულია მუშაობასთან, ვალებთან და ახლობლების საჭიროებებთან, თუმცა შეგიძლიათ ახლობელი ადამიანების ფინანსური მხარდაჭერის იმედი გქონდეთ.

თუ ეს შესაძლებელია, გირჩევთ, შვებულება აიღოთ და კარგად დაისვენოთ. ყურადღებით იყავით - თვის მესამე კვირას შეიძლება ქრონიკულმა დაავადებებმა თავი შეგახსენოთ.

ხელსაყრელი დღეებია: 2, 6, 11, 16, 21, 26, 30

არახელსაყრელი დღეებია: 4, 9, 13, 19, 23, 28

მორიელი

წინ აქტიური, მაგრამ არასტაბილური პერიოდი გელით. ასე რომ, მეტი თვითდისციპლინა, პასუხისმგებლობა და მოთმინება გმართებთ.

ეცადეთ, პირად და სამუშაო დროს შორის საზღვარი გაავლოთ. მხოლოდ ასე შეძლებთ სტრესული სიტუაციებიც თავიდან აცილებას.

ზემოთ აღნიშნული სირთულეების მიუხედავად, ფულთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის.

მეწარმე მორიელებისთვის მთავარი ამოცანაა მიმდინარე პროექტების განხილვა და არჩეული მიმართულების სისწორეში პარტნიორების დარწმუნებაა.

აგვისტოში შეიძლება ხშირად მოგიწიოთ ნერვიულობა. მისი საუკეთესო წამალი კი არომათერაპია, ბალახეული აბაზანები და ცურვაა.

ხელსაყრელი დღეები: 3, 7, 12, 17, 22, 27, 31

არახელსაყრელი დღეები: 1, 5, 10, 14, 20, 25, 29

მშვილდოსანი

ბევრი მშვილდოსნისთვის ზაფხულის ბოლო თვე დაბრკოლებების გადალახვით რბოლას ჰგავს, ამიტომ ეცადეთ, ნებისყოფით და შეუპოვრობით აღიჭურვოთ. აგვისტოს მუქ ფონად გასდევს ხანდაზმულ ნათესავებთან ან მშობლებთან ურთიერთობაში წარმოქმნილი სირთულეები.

შეყვარებულების თავზე ღრუბლები გროვდება. გამორიცხული არ არის კონფლიქტები და პრეტენზიები, ასევე, სხვადასხვა მიზეზით დროებითი განშორება. ნებისმიერ შემთხვევაში, დაუფიქრებელ სიტყვებსა და მოქმედებებს უნდა მოერიდოთ.

გასაკვირია, მაგრამ ამ არასტაბილურ თვეში, ფინანსების მხრივ ყველაფერი წესრიგშია.

თვის ბოლოს მოსალოდნელია მენეჯმენტის ცვლილებები ან თავად კომპანიის მიზნები და პრიორიტეტები. არაკეთილსინდისიერმა კოლეგებმა შეიძლება განგებ გააჭიანურონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ან მოულოდნელად შეცვალონ თანამშრომლობის პირობები.

გირჩევთ, მანქანის მართვის და მოგზაურობის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინოთ - გზაზე ავარიების რისკი უჩვეულოდ მაღალია. გაუფრთხილდით საკუთარ და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობას.

ხელსაყრელი დღეებია: 1, 6, 11, 16, 20, 26, 30

არახელსაყრელი დღეებია: 3, 9, 13, 18, 22, 28

თხის რქა

თხის რქებო, მომავალი ზაფხული ბევრ თქვენგანის ნებისყოფას კიდევ ერთი გამოცდას მოუწყობს. გახსოვდეთ, რომ რაციონალური მოქმედება ინტუიციურზე უკეთ გამოგდით.

აგვისტოში შეყვარებულებს საბედისწერო გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ - ან სამუდამოდ დაცილდებით ან ურთიერთობისთვის ბრძოლას გააგრძელებთ. არც დროებითი განშორებაა გამორიცხული.

ასეა თუ ისე, ვენერა მთელი თვე უკუსვლით მოძრაობს, ხოლო აგვისტოს ბოლო ათი დღის განმავლობაში მას რეტროგრადული მერკურიც შეუერთდება. ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებების მიღება გაგიჭირდებათ. გირჩევთ ცოტა ხანი დაიცადოთ, რომ მოგვიანებით განშორება არ ინანოთ.

აგვისტოში შეიძლება ნათესავებთან ურთიერთობაში არსებული ძველი პრობლემები გამწვავდეს.

გარდა ამისა, ბევრი გაუთვალისწინებელი ხარჯი გელით. ხარჯები შეიძლება ბავშვების განვითარებას, სამსახურს, ოჯახს ან დასვენებას უკავშირდებოდეს. ეცადეთ, საკუთარი ხარჯები აკონტროლოთ და ფინანსურ სფეროში უმცირესი რისკიც კი თავიდან აიცილოთ.

აგვისტოს მთავარი პრობლემა შესაძლოა, სხვა ქვეყნებსა თუ ქალაქებში მცხოვრებ კოლეგებთან გაჭიანურებული მოლაპარაკებები იყოს, თუმცა ფინანსური პრეტენზიების ან ხარჯების განხილვა შესაძლოა სექტემბერშიც გაგრძელდეს. სავარაუდოდ, ეს პრობლემა საბოლოოდ შემოდგომის დასაწყისში მოგვარდება.

თხის რქებო, სრულფასოვანი დასვენების შესახებ არ უნდა დაივიწყოთ და მანქანის მართვის დროს განსაკუთრებულ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.

ხელსაყრელი დღეებია: 4, 9, 13, 19, 23, 27, 31

არახელსაყრელი დღეებია: 1, 6, 11, 16, 21, 25, 29

მერწყული

კოსმიური წინააღმდეგობებით სავსე თვეა და ეს წინააღმდეგობები თქვენს ცხოვრებაზეც აისახება. ეცადეთ, მთავარი მიზნები არ დაივიწყოთ, მაგრამ არც მოვლენების განვითარება დააჩქაროთ.

ჰოროსკოპი ჰაერის ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს ურჩევს, რომ სიყვარულის ძიება ცოტა ხნით შეწყვიტოთ. საეჭვოა, აგვისტოში ამას რამე ღირებული მოჰყვეს, შემთხვევითი ავანტიურები კი არაფერში გჭირდებათ.

აგვისტოს ფინანსური არასტაბილურობის მიუხედავად, უფულოდ დარჩენა არ გემუქრებათ.

პროფესიულ სფეროში მთავარი უთანხმოება და პრობლემები ფინანსებს და უძრავ ქონებას უკავშირდება. ამ საკითხებზე მოლაპარაკებები შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს.

აგვისტოში ყველაზე მეტად რეგულარული დასვენება და სრულფასოვანი ძილი გჭირდებათ. გაუფრთხილდით ნერვულ სისტემას და გახსოვდეთ ზომიერების გრძნობა კვებაში.

ხელსაყრელი დღეებია: 2, 6, 10, 14, 20, 24, 30

არახელსაყრელი დღეებია: 4, 8, 12, 18, 22, 27

თევზები

აგვისტოში ყველაზე მეტად მკვეთრ მოძრაობებს უნდა მოერიდოთ - უბრალოდ დარჩით იქ, სადაც ხართ.

პირად ცხოვრებაში უთანხმოება, კამათი და პრობლემები გელით. მიზეზი პლანეტა სატურნის დამანგრეველი გავლენაა. მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, რათა მოგვიანებით არ ინანოთ.

კარგია, რომ ბიზნესში არსებული სირთულეები ფინანსურ მდგომარეობაზე არ აისახება. საქმეები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, ჯერჯერობით დიდ შესყიდვებს უნდა მოერიდოთ.

12 აგვისტომდე პერიოდში შესაძლოა პარტნიორებთან ან უფროსებთან ურთიერთობა დაიძაბოს. მათი გადაჭარბებული მოთხოვნები და პრეტენზიები გაღიზიანებთ და უხეში რეაქციისკენ გიბიძგებთ.

აგვისტო ხელსაყრელი დროა სამედიცინო გამოკვლევებისა და პროფილაქტიკური მკურნალობისთვის, განსაკუთრებით - ქრონიკული დაავადებების დროს. ასევე რეკომენდებულია სპა პროცედურები, მასაჟები და ბუნების წიაღში დასვენება.

ხელსაყრელი დღეები: 3, 9, 13, 19, 23, 28

არახელსაყრელი დღეები: 1, 6, 11, 16, 21, 26, 30

წაკითხვა 369 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.