April 27, 2024

3 ქალი, რომლებიც დღითი დღე ლამაზდებიან და ასაკი მათ მშვენიერებას ვერაფერს აკლებს

3 ქალი, რომლებიც დღითი დღე ლამაზდებიან და ასაკი მათ მშვენიერებას ვერაფერს აკლებს.

 

მა­შინ, როცა ზო­გი­ერ­თი ქალი ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ყვა­ვის და სი­ლა­მა­ზის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად არა­ნა­ი­რი მსხვერ­პლის გა­ღე­ბა არ სჭირ­დე­ბა. თუმ­ცა, რო­გორც დი­ა­დი კოკო შა­ნე­ლი ამ­ბობ­და: "20 წლის ქალს ის სახე აქვს, რო­მე­ლიც ბუ­ნე­ბამ მის­ცა; 30 წლი­სას ის სახე აქვს, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბამ გა­მო­უ­ძერ­წა; 50 წლი­სას კი ის სახე აქვს, რო­მე­ლიც და­იმ­სა­ხუ­რა". ასე რომ ქა­ლე­ბი, რო­მელ­თაც სა­კუ­თა­რი ვი­ზუ­ა­ლის გა­მო­ძერ­წვის ნიჭი გა­აჩ­ნი­ათ სულ სხვა კა­ტე­გო­რი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბი­ან და ყვე­ლას როდი ხე­ლე­წი­ფე­ბა იმუ­შა­ოს სა­კუ­თარ თავ­ზე.

 

 

 

Astrologia

 

 

ას­ტრო­ლო­გე­ბი თვლი­ან, რომ გა­რეგ­ნუ­ლი მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ქალი ნე­ბის­ყო­ფა­სა და სიბ­რძნე­საც უნდა ფლობ­დეს სა­ი­მი­სოდ, რომ უკვე ზრდას­რულ ასაკ­ში მა­მა­კა­ცე­ბის სიმ­პა­თია და­იმ­სა­ხუ­როს. ასე­თი კი ყვე­ლა ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი არ გახ­ლავთ. დღეს მინ­და იმ ოქ­როს სა­მე­ულ­ზე გე­სა­უბ­როთ, რო­მელ­საც ძლი­ერ ნე­ბის­ყო­ფას­თან ერ­თად კარ­გი გე­მოვ­ნე­ბა და ხა­სი­ა­თის და­დე­ბი­თი შტრი­ხე­ბი უწყობს ხელს იმა­ში, რომ წლე­ბის მა­ტე­ბას­თან ერ­თად უფრო და უფრო მომ­ხიბ­ვლე­ლი გახ­დეს...

 

 

ტყუ­პი - ამ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ქა­ლებს, ძი­რი­თად შემ­თხვე­ვა­ში მუდ­მი­ვი ახალ­გაზ­რდო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში თა­ვად ცხოვ­რე­ბი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უწყობს ხელს. ქალი ტყუ­პი იშ­ვი­ა­თად იტ­ვირ­თავს თავს ზედ­მე­ტი დად­რით და გან­ცდე­ბით, სტრე­სი და ნერ­ვი­უ­ლო­ბა კი მო­გეხ­სე­ნე­ბათ სა­ხის კა­ნის პირ­ვე­ლი მტე­რია. გარ­და ამი­სა, ტყუ­პი ყო­ველ­თვის ბავ­შვე­ბად რჩე­ბი­ან ში­ნა­გა­ნად, რის გა­მოც მათი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სამ­ყა­როს მი­მართ დიდი პრობ­ლე­მე­ბის გა­და­ტა­ნის შემ­დე­გაც ხა­ლა­სი, სუფ­თა და ოპ­ტი­მის­ტუ­რია. ისი­ნი ხში­რად იცი­ნი­ან და წვრილ­მა­ნე­ბით ბედ­ნი­ე­რე­ბის გან­ცდის ნიჭი გა­აჩ­ნი­ათ - ეს ყვე­ლა­ფე­რი კი მათ ვი­ზუ­ა­ლურ იმიჯ­ზეც აი­სა­ხე­ბა და­დე­ბი­თად.

 

 

Astrologia

 

 

ქალ­წუ­ლი - ალ­ბათ არც ერთი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ქალი არ აქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას კვე­ბის, ძი­ლის და ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვის დო­ზი­რე­ბას ისე, რო­გორც ქალ­წუ­ლი. ქალი, რო­მე­ლიც ქალ­წუ­ლის ნიშ­ნით იბა­დე­ბა, იშ­ვი­ა­თა­დაა გა­და­მე­ტე­ბუ­ლად ვულ­გა­რუ­ლი ან პრან­ჭია, თუმ­ცა, მას აქვს გა­სა­ო­ცა­რი უნა­რი მო­უ­ა­როს თავს და სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლი გა­ა­ნე­ბივ­როს კარ­გი კოს­მე­ტი­კით, ხში­რი ძი­ლით, ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბით და მოვ­ლით. ამი­ტომ ქალ­წუ­ლე­ბი წლე­ბის მა­ტე­ბას­თან ერ­თად არა­თუ კარ­გა­ვენ ჩვე­ულ შარმს ან მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბას, პი­რი­ქით გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან გა­ცი­ლე­ბით უკეთ ვიდ­რე შო­რე­ულ თი­ნე­ი­ჯე­რო­ბი­სას.

 

 

Astrologia

 

 

თხის რქა - ას­ტრო­ლო­გე­ბი თხის რქებს ხში­რად კო­ნი­აკს ადა­რე­ბენ - რაც უფრო მე­ტია მათი ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ვადა, მით უფრო უკე­თე­სე­ბი ხდე­ბი­ან ისი­ნი რო­გორც ვი­ზუ­ა­ლუ­რად, ისე გო­ნებ­რი­ვად. ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ბევ­რი ქალი თხის რქა აღიქ­ვამს თავს სა­ძა­გელ იხ­ვის ჭუ­კად. ისი­ნი, რო­გორც წესი, მო­ვა­ლე­ო­ბის მკაც­რი გრძნო­ბით იზ­რდე­ბი­ან და ძი­რი­თა­დად სწავ­ლა­ზე არი­ან ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, მა­შინ როცა თა­ნა­ტო­ლი გო­გო­ნე­ბი ხელ­თათ­მა­ნე­ბი­ვით იც­ვლი­ან შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს. სა­მა­გი­ე­როდ, ორი ათე­უ­ლი წლის შემ­დეგ, როცა ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი ოჯა­ხუ­რი უღე­ლით დაღ­ლილ-გა­სა­ვა­თე­ბუ­ლე­ბი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად უღიმ­ღა­მოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან, თხის რქა ძა­ლას იკ­რებს და სა­კუ­თა­რი თა­ვის ფასს ზუს­ტად ამ დროს სწავ­ლობს. იგი ყო­ველ­თვის უნაკ­ლოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, უვ­ლის თავს, აკონ­ტრო­ლებს ემო­ცი­ებს და სა­ბო­ლოო ჯამ­ში იღებს ჯილ­დოდ ღირ­სე­ულ მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც მის უნი­კა­ლუ­რო­ბას აუ­ცი­ლე­ბე­ლად და­ა­ფა­სებს.

 

 

Astrologia

 

 

 

 

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 739 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.