26 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

გექნებათ პირობები მატერიალური ბაზის შექმნის და გამყარებისთვის, ასევე ნათესავები შეძლებენ თქვენი შრომის ნაყოფის გამოყენებას. ფულის ხარჯვასთან დაკავშირებით გამოიჩინეთ გარკვეული თავშეკავებულობა, თანმიმდევრულობა და დროზე ადრე მადას გაზრდის შესაძლებლობას ნუ მისცემთ.

 

 

ლომი


დღეს მიაღწევთ სულიერ სიმშვიდეს. პლანეტების მოქმედება ნეიტრალურია – შეიძლება მიხედოთ საკუთარ ჯანმრთელობას და საშინაო საქმეებს.

 

 

მშვილდოსანი


მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს და შეეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ რომანტიკულ თავგადასავლებს. დღევანდელი დღე საუკეთესოა ახალი ნივთის შესაძენად.

 

 

კურო


ვარსკვლავების განლაგება გამომაფხიზლებლად მოქმედებს თქვენს პერსონაზე. ნუ ინერვიულებთ ყველაფერი ბრწყინვალედ იქნება, ოღონდ კარგი განწყობითა და სიმხნევით შეუდექით საქმეების მოწესრიგებას.

 

 

ქალწული


დღეს ყველაზე ნაკლებად ხართ მუშაობის განწყობაზე. იმდენად დიდია დასვენების სურვილი, რომ სამსახურის გახსენებაც კი გზარავთ. მაგრამ ფრთხილად, სამომავლოდ საქმე არ გაიფუჭოთ. მიუხედავად ამისა, ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებთ და ბევრ მადლობასაც გადაგიხდიან.

 

 

თხის რქა


შესანიშნავი დროა ნებისმიერი დასახული საქმისთვის. დღეს თქვენგან მოითხოვება კონკრეტული საქციელი, და არა ტყუილი საუბარი. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი გეძლევათ. ეს შანსი უფრო მაღალია, თუ საქმე უცხოელ პარტნიორებთან და მასალასთან გაქვთ ან დაკავშირებული ხართ სხვა ქვეყნებთან და კულტურასთან.

 

 

ტყუპები


დღის დასაწყისში თავს დათრგუნულად იგრძნობთ, მაგრამ იცოდეთ–აქტიური მოქმედების დრო დადგა. თქვენი ინიციატივები მხარდაჭერას იპოვიან კოლეგებისა და ხელმძღვანელობის მხრიდან. ამასთან ერთად, მეუღლეებთან ურთიერთობისას ნუ იქნებით ეგოისტები, არამედ ეცადეთ უფრო მეტი მგრძნობიარობა და სინაზე გამოავლინოთ.

 

 

სასწორი


დღის დასაწყისში პრობლემების დიდი ნაწილის გადაწყვეტაში დაგეხმარებიან. დაგიბრუნებენ ვალს, რომელსაც უკვე აღარ ელოდით. იპოვით დიდი ხნის დაკარგულ ნივთებს. საღამოს მაღალია შეცდომების და სტრესის ალბათობა.

 

 


მერწყული


დღეს თქვენი გადაწყვეტილებით გაირთულებთ ცხოვრებას, იმის გააზრება, რომ რაღაცა უნდა დათმოთ, დამღუპველად მოქმედებს თქვენთვის. ყოველთვის ცდილობთ დაეხმაროთ ახლობლებს, მაგრამ როცა თქვენ გჭირდებათ დახმარება, იმ დროს არავის იკარებთ.

 

 

კირჩხიბი


ტყუილუბრალოდ ნუ ფლანგავთ დროსა და ძალებს, თქვენს ცხოვრებაში "სტატიკური პერიოდი" დადგა. სრული მზადყოფნით ელოდეთ მის დასრულებას. წვრილმანებს ნუ შეალევთ თქვენს ნიჭსა და უნარს. დღეს მათი გამოყენებისათვის ბევრად ხელსაყრელი პირობები შეგექმნებათ.

 

 

მორიელი


სამსახურში წარმატებას მიაღწევთ. ახლა, საერთოდაც, წინსვლისა და წარმატების პერიოდი გიდგათ. რითაც მაქსიმალურად უნდა ისარგებლოთ.

 

 

თევზები


დღეს ბევრი სამუშაო გელით. თუმცა ყველაფერი სასიკეთოთ აეწყობა, მთავარია ძალები სწორად გადაანაწილოთ. საღამოს ეცადეთ საფუძვლიანად დაისვენოთ და ძალები აღიდგინოთ.

 

 

https://horoskopi.ge/

წაკითხვა 590 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.