May 19, 2024

ივნისი 10 2019 წაკითხვა 1701 ჯერ

ვერძი

გამოცდილებასა და ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. საქმეების შესრულებისას მეტად გამოავლინეთ დაკვირვება და სიფრთხილე. ნუ გაიჭრებით საბრძოლველად თუ დაცული და ინფორმინებული არ ხართ. 


კურო
წარმატების მიღწევა თუ გსურთ, თანამშრომლობაც უნდა შეგეძლოთ. ეცადეთ, კოლექტივზეც იფიქროთ და არა მარტო საკუთარ თავზე. ბიზნესში აგრესიის გარეშე უნდა დაიცვათ საკუთარი უფლებები. ჩაცმულობაში მოერიდეთ მკვეთრი ფერების გამოყენებას, აგრეთვე, - გამომწვევ აქსესუარებსა და პარფიუმს.

 

ტყუპი
დისციპლინა და თანმიმდევრობა უნდა გამოიმუშაოთ. სასურველია, დღევანდელი დღე სამსახურის საქმეებს დაუთმოთ. ეცადეთ, ნაკლებად გამოავლინოთ ინიციატივა და დაექვემდებაროთ ინსტრუქციებსა და წესებს. 



კირჩხიბი
პლანეტების მფარველობის ქვეშ ხართ და ცვლილებებს ნუ შეუშინდებით. შეიძლება შეგეცვალოთ განრიგი, მოულოდნელი შედეგით დასრულდეს შეხვედრა. პირად ცხოვრებაში მეტად დააფასეთ ერთგულება და მზრუნველობა. 



ლომი
ხელშეკრულებებისა და პროექტების განხილვა-მოგვარების დღეა. შეამოწმეთ კოლეგების მიერ შესრულებული საქმეები, გადახედეთ ფინანსურ დოკუმენტებს. რაც უფრო თვითკრიტიკული იქნებით მით უკეთესია. 



ქალწული
ზედაპირულ ინფორმაციებს ნუ დაუჯერებთ, დაუკვირდით და ჩაუღრმავდით დეტალებს. შეიძლება ყველაფერი ისე სწრაფად არ გამოვიდეს, როგორც ეს თქვენ გსურდათ. კრიტიკული უნდა იყოთ სახლიც და სამსახურშიც. 



სასწორი
გააზრებული და ბრძნული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ. ფული მხოლოდ სარფიან საქმეებში დააბანდეთ. დააზღვიეთ უძრავი ქონება, ძვირფასეულობა. ზოგიერთი ძველმანების მაღაზიაში საკოლექციო და რარიტეტულ ნივთებს მიაგნებს. 

 


მორიელი
ენერგიულ ნიშნებს საქმეების მოგვარებაში ხელს არაფერი შეუშლის. ზარმაცები კი ენერგიის დაზოგვას შეეცდებიან. ცოდნა-გამოცდილება კომპეტენტური ადამიანებისგან უნდა მიიღოთ. ეცადეთ, არ დაარღვიოთ წესები და დაემორჩილოთ ინსტრუქციებს.

 

მშვილდოსანი
უსაფრთხოება და დაცულობა უნდა იყოს დღეს თქვენი მთავარი მიზანი. კარგი დღეა რემონტის დასწყებად. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან და გარკვეულ დახმარებას (მატერიალურს, რჩევას) მათგანაც მიიღებთ. 



თხის რქა
ნუ შეუშლით გარშემო მყოფებს ხელს მუშაობაში და თქვენი ოცნებების ასრულებაში. ნუ ხართ ყველაფრის მიმართ პესიმისტურად განწყობილი. ზოგიერთი წარსულში შესრულებული სამუშაოსთვის კომპენსაციას მიიღებს.



მერწყული
ნუ შეუშინდებით ცვლილებებს, სიახლეებს. მთავარია, იპოვოთ საიმედო საყრდენი ან ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან. ზოგიერთს მკაცრი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ყური დაუგდეთ პროფესიონალების რჩევას. 



თევზები
სანამ წარსულში დაშვებულ შეცდომებს არ გამოასწორებთ, ახალ საქმეებს ნუ დაიწყებთ. კარგი დღეა ცოდნის მისაღებად, ანალიზისა და კვლევისთვის. ზოგიერთს პროფესიულ და იურიდიულ საკითხებში მოუწევს გარკვევა.

 

astrologi.ambebi.ge
ივნისი 09 2019 წაკითხვა 849 ჯერ

ვერძი

შეიძლება გარშემო მყოფების აზრზე გახდეთ დამოკიდებული. ფული ზომიერად ხარჯეთ. მოიმატებს გაღიზიანებულობა აპრილის ვერძებში. 


კურო
დღეს მიიღებთ იმას, რაზეც დიდხანს ოცნებობდით. ნუ აჩქარდებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას. 


ტყუპი
ზომიერად შეასრულეთ გონივრული და ფიზიკური სამუშაოები. კოლეგებთან ხშირი კონტაქტი და ტექსტებზე მუშაობის დღეა. 



კირჩხიბი
სანამ განწყობას არ გაიუმჯობესებთ, არავის დაეკონტაქტოთ. კარგი დღე ელით ჟურნალისტ, მთარგმნელ, რედაქტორ ნიშნებს. 



ლომი
მეტი დრო დაუთმეთ საოჯახი საქმეებს. გაგიმძაფრდებათ ინტერესი წინაპრების, გვარის ისტორიისადმი. ზოგიერთი დაქორწინებას გადაწყვეტს. 



ქალწული
მგზავრობის, მიმოწერის დღეა. შეიძლება ამოხსნათ ზოგიერთი საიდუმლო, იპოვოთ დაკარგული ნივთები, აღადგინოთ დოკუმენტები. 



სასწორი
მეტად დაისვენეთ, გაისეირნეთ ბუნებაში. მოაწესრიგეთ ფინანსური საკითხები, დოკუმენტები. 



მორიელი
საქმიანი და მეგობრული შეხვედრების დღეა. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ ნათესავებს. თუ დახმარება გსურთ, ბრძანების ფორმას ნუ მიმართავთ. 



მშვილდოსანი
გამონახეთ დრო შეხვედრებისა და მიმოწერისთვის, გულითადი საუბრებისთვის. ზოგიერთი საკითხის მოსაგვარებლად კომპეტენტურ პირს უნდა შეეხმიანოთ. 


თხის რქა
ყველა რთული საკითხი დიალოგით მოაგვარეთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა მეუღლესთან, ნათესავებთან. 



მერწყული
დილიდანვე დაიმუხტეთ პოზიტიურად. ნუ გადადებთ ვიზიტს ექიმთან, თუ ქრონიკულმა დაავადებებმა შეგახსენათ თავი. 



თევზები
სიტუაცია დასტაბილურდება და მიხვდებით, რომ ტყუილად ნერვიულობდით. კარგი დღე ელით ფსიქოლოგ ნიშნებს. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ბავშვებთან. 

 

astrologi.ambebi.ge

ივნისი 08 2019 წაკითხვა 924 ჯერ

რა გელოდებათ ივნისის თვეში ზოდიაქოს ნიშნებს:

ივნისი 07 2019 წაკითხვა 823 ჯერ

ვერძი

მნიშვნელოვან საკითხზე დიალოგს (მეუღლესთან, ოჯახის წევრთან) ვერ ასცდებით. ზოგიერთს გაჯიბრების სურვილი გაუჩნდება. ეცადეთ, არაფერი მოიმოქმედოთ ნეგატიურ ემოციებზე. სხვა დღისთვის გადადეთ რამის დაგეგმა, გადაკეთება.

 
კურო
საღამომდე დაძაბულ რეჟიმი მოგიწევთ მუშაობა. შეიძლება კლიენტის ჭირვეულობასთან მოგიწიოთ შეჯახებამ. მაქსიმალურად მოთოკეთ თავი და ეცადეთ, არ გამოავლინოთ აგრესია. გადაადგილებისას დაიცავით მოძრაობის წესები. 



ტყუპი
თუ ლაპარაკს მუშაობა გირჩევნიათ, დღე კარგად ჩაივლის. იყავით მაქსიმალურად ფრთხილი, მოსალოდნელია კრიტიკა გარშემო მყოფებისგან, აგრეთვე, გაურკვევლობა ოჯახის წევრებთან. ეცადეთ, საკუთარი სურვილების გამოთქმისას მბრძანებლური ტონი არ გქონდეთ.

 

კირჩხიბი
დღეს მშვიდობიანად ვერც სახლში მოაგვარებთ საქმეებს და ვერც სამსახურში. კამათი და დაპირისპირება გარდაუვალია. გახსოვდეთ, რომ სტრესმა შეიძლება ცუდად იმოქმედოს თქვენს ჯანმრთელობაზე. არ დაიწყოთ რემონტი. დღეს ნუ დაგეგმავთ ახალ ბინაში გადასვლას. 



ლომი
მაქსიმალურად აკონტროლეთ საკუთარი თავი, რომ არც საქმეები გაიფუჭოთ და არც დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. ზოგიერთს დაუგეგმავი მგზავრობა ელის. სხვა დღეს გადადეთ შეხვედრა მეგობრებთან. 



ქალწული
ნუ აჩქარდებით ნურც მუშაობისას, ნურც გამონათქვამებისას. დაუდევრობამ შეიძლება ფინანსური დანაკარგი მოგიტანოთ. ნუ გამოავლენთ ინიციატივას. არავის მოახვიოთ საკუთარი აზრი. 


სასწორი
იყავით დაკვირვბული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ცივ გონებაზე მიიღეთ. აკონტროლეთ ემოციები. მანდილოსნები მაქსიმალურად მოერიდეთ სტრესსა და ტრავმებს. მამაკაცები კონკურენტებთან საბრძოლველად ყველაფრით ნუ გარისკავთ. 

 


მორიელი
ეცადეთ თქვენი ცოდნა საქმეებით დაამტკიცოთ და არა სიტყვებით. სხვა დღისთვის გადადეთ განხილვები, შორ მანძილზე მგზავრობა. რაც უფრო ახალგაცნობილია ადამიანი მით ნაკლებად გადაუხსენით გული. ზოგიერთს შეიძლება მკვეთრად შეეცვალო ვინმეზე წარმოდგენა. 



მშვილდოსანი
ნუ გადადებთ ხვალისთვის იმ საქმეებს, რომლებსაც დღეესაც წარმატებით მოაგვარებთ. გარშემო მყოფები თქვენში ავტორიტეტს ხედავენ და ეცადეთ, ასეთად დარჩეთ მათთვის. სიფრთხილე გმართებთ გადაადგილებისას, ინსტრუმენტებთან და ტექნიკასთან მუშაობისას. 



თხის რქა
დააკვირდით, რას ამბობენ და აკეთებენ გარშემო მყოფები, მაგრამ შეანელეთ რეაქციები. მოერიდეთ ურთიერთობების გარკვევას გარშემო მყოფებთან. სიფრთხილე გმართებთ საოჯახო საქმეებისას და ფიზიკური აქტიურობისას. 



მერწყული
გადაადგილება და საქმეების მოგვარება დამატებით ძალებს მოითხოვს. შეიძლება სირთულეებიც ახლდეს თან. ცუდი კავშირისა და ვარაუდების გამო გაგიფუჭდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. მოერიდეთ დიალოგების გამართვას. 



თევზები
ცვლილებების, განცდების, ცხარე დებატების დღეა. ახლობელმა ადამიანებმაც კი შეიძლება შეგიქმნან უსიამოვნებები. წონასწორობა რომ შეინარჩუნოთ, აკონტროლეთ საკუთარი თავი და არ წამოეგოთ პროვოკაციას. შეიძლება გაჭირვეულდნენ ბავშვები.

 

astrologi.ambebi.ge
ივნისი 06 2019 წაკითხვა 823 ჯერ

6 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი:

ივნისი 05 2019 წაკითხვა 1869 ჯერ

ვერძი ეცადეთ, ცალკეული პაზლიდან ერთი მთლიანი სურათი შექმნათ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გავლენიან ადამიანებთან. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

 
კურო პარტნიორულ ურთიერთობებში ოქროს შუალედი უნდა გამოძებნოთ. გამონახეთ დრო ბავშვებთან ურთიერთობისთვის. იყავით მიმზიდველი საწინააღმდეგო სქესისთვის. 

ტყუპი ნებისმიერ საქმეს დაკვირვებით და პრაქტიციზმით უნდა მიუდგეთ. მუშაობის, ურთიერთობის მაღალ საფეხურზე უნდა გადახვიდეთ. 

კირჩხიბი მხოლოდ საკუთარ თავზე კი არა, გარშემო მყოფებზეც უნდა იზრუნოთ. შეიძლება დღის განმავლობაში რამდენჯერმე შეგეცვალოთ განწყობა, საქმეები. ნათესავებს მხოლოდ კონკრეტული საქმის გამო შეხვდით. 

ლომი ყურადღება გმართებთ, როცა საქმე ფინანსებსა და უძრავ ქონებას ეხება. ეცადეთ, სამუშაო განრიგი ისე შეადგინოთ, რომ ოჯახისთვისაც დაგრჩეთ დრო. ნუ შეიძენთ უსარგებლო ნივთებს. 

ქალწული რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად მოგიწევთ ბრძოლა. შეხვედრების, კონტაქტების დღეა. შეიძლება ახალი გავლენიანი მეგობრებიც გაიჩინოთ. ზოგიერთს დახმარებას ერთგული მეგობრები და ნათესავები გაუწევენ. 

სასწორი მარტოს სირთულეებთან გამკლავება გაგიჭირდებათ. ეცადეთ, გვერდით ერთგული ადამიანები გყავდეთ. თუმცა, საიდუმლოებებს ყველას ნუ გაანდობთ. განსაკუთრებით ფინანსურს. 


მორიელი თუ მშვიდი და თანმიმდევრული იქნებით, ყველა საქმეს მარტივად გაართმევთ თავს. ეცადეთ, აკონტროლოთ სიტუაცია, მაგრამ არ ჩაერიოთ მოვლენებში. ხშირად შეეხმიანეთ თანამოაზრეებს. 

მშვილდოსანი კარგი შედეგი რომ მიიღოთ, სწორი არჩევანი უნდა გააკეთოთ. დღის განრიგი ისე შეადგინეთ, რომ დასვენებისა და საყვარელ ადამიანებთან გართობის დროც დაგრჩეთ. ნუ დაძაბავთ ურთიერთობას მომსახურების სფეროს თანამშრომლებთან. 

თხის რქა კარგი დღეა ურთიერთობის გასაუმჯობესებლად როგორც საქმიან პარტნიორებთან, ასევე საყვარელ ადამიანთან და ახლობლებთან. ნუ ხართ ყველაფრით უკმაყოფილო; დატკბით მიღებული შედეგით. 

მერწყული მარტივად მოაგვარებთ სირთულეებს. მთავარია, არ დაარღვიოთ წესები. იყავით ორგანიზებული და გეგმის მიხედვით იმოქმედეთ. უპირატესობა მიანიჭეთ პრაქტიკულობას, ხარისხს. 

თევზები ეცადეთ, დროებითმა სირთულეებმა განწყობა არ გაგიფუჭოთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საქმიან პარტნიორეებთან. კამათისას პირად შეურაცხყოფაზე ნუ გადახვალთ. ცოლქმრულ ურთიერთობაში ნათესავები არ ჩარიოთ.

astrologi.ambebi.ge

გვერდი 54 სულ 58
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.