May 19, 2024

მაისი 30 2019 წაკითხვა 753 ჯერ

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი:

მაისი 29 2019 წაკითხვა 1174 ჯერ

ვერძი

მეტი დრო დაუთმეთ გონებრივი საქმეების შესრულებას და ნაკლები - ფიზიკურის. გაფრთხილდით, არ აგერიოთ მისამართი, არ დაიკარგოთ ან დაკარგოთ რამე. ხშირი ცვლილებების გამო ახალი იდეების განხორციელებას ვერ შეძლებთ. 


კურო
ძველისა და მოყირჭებულის მოცილების დღეა. ნუ შეინახავთ მოძველებულ, მოდიდან გამოსულ ნივთებს, გააჩუქეთ. მეტი დრო დაუთმეთ აქტუალური საკითხების მოგვარებას. 



ტყუპი
არც თავად ხართ მზად სიახლეებისთვის და არც დრო არაა შესაფერისი ახალი საქმეების დასაწყებად. ნუ გადავარდებით ილუზიებში. ყოველდღიური ვალდებულეები შეასრულეთ. 



კირჩხიბი
შეიძლება ვერ მიიღოთ ზუსტი ინფორმაცია, შეფერხდეს მოლაპარაკება გარშემო მყოფებთან. ნუ დაგეგმავთ დღეს მნიშვნელოვან შეხვედრებს, პრეზენტაციებს. 



ლომი
ყველას ნუ ენდობით. ერთგული ადამიანების საქმეებიც კი გადაამოწმეთ. ნუ ჩამოწერთ ახალ, სამოქმედო გეგმას. დღეს ნუ დანიშნავთ მოლაპარაკებებს, განხილვებს. 



ქალწული
ცვლილებები შეფერხდება ან შეჩერდება. ახალი საქმეების დაწყებას უმჯობესია, ის გააუმჯობესოთ, რაც უკვე გააკეთეთ.

 

სასწორი
სხვა დღეს გადადეთ საქმიანი შეხვედრები, ახალი საქმეების დაწყება და იმიჯის 

 

 

შეცვლა. ეცადეთ, არ ენდოთ საეჭვო ადამიანებს, შემდეგში იმედი რომ არ გაგიცრუვდეთ. 



მორიელი
ცდისა და ექსპერიმენტების დღეა, მაგრამ სერიოზული საქმეები არ დაგეგმოთ. ინტერესის გამო არ გარისკოთ. არ დაგეგმოთ ოფიციალური შეხვედრები და წვეულებები. 


მშვილდოსანი
აჩქარებით საქმეები არ გაიფუჭოთ, არსად დააგვიანოთ. არ დაიწყოთ საქმე ის ადამიანებთან ერთად, ვისშიც ეჭვი გეპარებათ. 



თხის რქა
ყოველდღიური საქმეები შეასრულეთ. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. მოისმინეთ ყველას აზრი, მაგრამ დასკვნების გამოტანისას ნუ აჩქარდებით. 



მერწყული
გაგიუმჯობესდებათ განწყობა. გაგიადვილდებათ დაწყებული პროექტების დასრულება. მაქსიმალური ყურადღება გმართებთ დეტალებისადმი თუ პედაგოგი, ფინანსისტი,ჟურნალისტი ან პროგრამისტი ხართ. 

 


თევზები
ნუ ეცდებით, ყველასთან იდეალური ურთიერთობა გქონდეთ. ზოგთან საერთოდ არ ღირს დალაპარაკება. შეიძლება ზოგიერთ საკითხზე მშობლებთანაც კი დაგეძაბოთ დამოკიდებულება.

 

astrologi.ambebi.ge
მაისი 26 2019 წაკითხვა 1298 ჯერ

ვერძი

შეამცირეთ ხარჯი და კონტაქტი იმ ადამიანებთან, ვინც უსიამოვნებებს გიქმნით. ზოგიერთს შემოსავლის დამატებითი წყარო გამოუჩნდება.

 
კურო 
საღამომდე აქტუალური იქნება დისციპლინა და სიმშვიდე. თუ ზუსტად იცით რა გსურთ, ვერავინ შეგიშლით ხელს სასურველის მიღწევაში. გაგაოცებთ ზოგიერთი მეგობრის ქცევა. 



ტყუპი
კონტატქებით, ინფორმაციებით ახალი იდეების განხილვით დატვირთული დღე გელით. გაიუმჯობესეთ ურთიერთობა გავლენიან ადამიანებთან, იმათთან, ვისგანაც მატერიალურ სარგებელს ელით. 



კირჩხიბი
გადახედეთ გარემოცვას, საქმეებს, რომლებმაც სასურველი შედეგი ვერ მოგიტანათ და დიპლომატიურად დაემშვიდობეთ მათ. წინ იყურეთ ოპიმიზმით, გამოგიჩნდებათ სპონსორი, ინვესტორი. 



ლომი
მშვიდად და დაკვირვებულად აკეთეთ თქვენი საქმე. სამსახურში მიმდინარე საკითხები კოლეგებთან ერთად განიხილეთ, ოჯახის წევრებთან - შინაურული. ზოგიერთს დაწინაურება ელის. 



ქალწული
ცვლილებები გსურთ. ზოგმა შეიძლება საკუთარი ბიზნესის დაწყება მოისურვოს. ზოგიერთი მოგზაურობაზე დაფიქრდება, ზოგიც - ემიგრაციაზე. 



სასწორი 
ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობისას გაიაზრეთ, რა სურს მას თქვენგან რეალურად და თქვენ მისგან, ღრუბლებში ფრენას მოეშვით. დაკვირვება გმართებთ კრედიტებთან, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისას. 



მორიელი
გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას, ახლობლებთანაც კი, კარტებს ბოლომდე ნუ გაშლით. იზრუნეთ პროფესიულ რეპუტაციაზე. საჭირბოროტო საკითხები დაკვირვებით მოაგვარეთ. კანონმორჩილ მორიელებს საფრთხე არ ემუქრებათ. 



მშვილდოსანი
დღეს ბევრი საქმე და ვალდებულება გექნებათ შესასრულებელი (სამსახურებრივი და საოჯახოც). თუ დაკვირვებულად და პატიოსნად იმოქმედებთ, კარგ შედეგს მიიღებთ. მოერიდეთ შიმშილობას და კუჭის გადატვირთვას. 

 


თხის რქა
განსაკუთრებული დაკვირვება და ყურადღება გმართებთ. უმნიშვნელო ცრუ დეტალმაც კი შეიძლება თავდაყირა დაგიყენოთ ყველაფერი. ზოგიერთი განსაკუთრებულად მომთხოვნი იქნება საკუთარი თავისა და გარშემო მყოფების მიმართ. 



მერწყული
ბიუჯეტის და საოჯახო ვალდებულებების თემები წამოიწევს წინ. ნუ გაგიკვირდებათ, თუ თავისუფალი დრო არ დაგრჩებათ. თქვენ მიზანმიმართული უნდა იყოთ და არა მეოცნებე. 



თევზები
კარგი დღე ელით მას, ვისაც დღეს მშვიდი საქმეების შესრულება მოუწევს. ეცადეთ, ყველაფერი, რასაც დღეს გააკეთებთ, ნამუსიანად დაასრულოთ. კარგი დღეა საყიდლებისთვის. მეტი მზრუნველობა გმართებთ ნათესავებისა და კოლეგების მიმართ.

 

astrologi.ambebi.ge
მაისი 26 2019 წაკითხვა 1195 ჯერ

ვერძი

 აქტიური და კონტაქტური ხართ. იყავით მიზნმიმართული კონკრეტულ საკითხეზე. ყველა სიტუაციაში შეინარჩუნეთ სიმშვიდე. 

კურო 
გადახედეთ პირად ნივთებს და გათავისუფლდით უსარგებლოებისგან. გააუმჯობესეთ სასარგებლო კავშირები. 


ტყუპი
ექსპერიმენტებს მოერიდეთ და ისეთი საქმეები შეასრულეთ, რაც მომავალში ფულს მოგიტანთ. მეტი ყურადღება დაუთმეთ კვების საკითხს.
 

კირჩხიბი
ჯერ საკუთარ თავზე იზრუნეთ და შემდეგ გარშემო მყოფების მოთხოვნები დააკმაყოფილეთ. ზოგჯერ მეგობრობაც იზომება ფულით. 


ლომი
დილით ადრე ადგომა და საკუთარი თავის საუკეთესოდ წარმოჩენა მოგიწევთ. იყავით მოწოდების სიმაღლეზე ყველა სიტუაციაში.
 

ქალწული
ყველა უსიამოვნებას აიცილებთ, თუ დაკვირვებულად იმოქმედებთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საზღვარგარეთ მცხოვრებ ახლობლებთან. 


სასწორი 
დარწმუნდით, რომ თქვენი ფინანსები და უძრავი ქონება საიმედოდაა დაცული. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. 


მორიელი
ზომიერება გმართებთ ყველაფერში. ეცადეთ, სიმართლის მხარეს დადგეთ და არა ახლობლის. იყავით პრინციპული, მაგრამ დიპლომატიური. 


მშვილდოსანი
მაქსიმალურად დაზოგეთ დღეს ფული და ენერგია. იყავით დაკვირვებული მგზავრობისას, მუშაობისას. 
 
 
თხის რქა
ნებისმიერი ნაბიჯი კარგად აწონ-დაწონეთ და ყველა სავარაუდო შედეგი გაანალიზეთ. იყავით ღიმილიანი, მაგრამ დაკვირვებული. 


მერწყული
რეალურად შეაფასეთ გარემო თქვენ ირგვლივ და საკუთარი შესაძლებლობა. ზოგიერთ შემთხვევაში ოჯახის დახმარების იმედი გქონდეთ. 


თევზები
დაკვირვებული და თანმიმდევრული უნდა იყოთ, თუ კარგი შედეგის მიღწევა გსურთ. მიატოვეთ საქმე ან ურთიერთობა, რომელმაც სათანადო შედეგი ვერ მოგიტანათ.
astrologi.ambebi.ge
მაისი 17 2019 წაკითხვა 1061 ჯერ

ყოველი ადამიანის ცხოვრებაშია წარმატებული და წარუმატებელი პერიოდი.ზოგჯერ პრობლემას პრობლემა მოსდევს, ზოგჯერ კი ყოველ ნაბიჯზე გვიმართლებს. ასტროლოგ პაველ გლობას მტკიცებით ყველაფერი ვარსკვლავების განლაგების ბრალია.

მაისი 04 2019 წაკითხვა 2457 ჯერ

„კარგი მეგობარი სანთლით საძებარიაო“, ალბათ გაგიგონიათ ეს ანდაზა.

გვერდი 55 სულ 58
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.