„ღიირს კი უკეთესის ძიებაში საუკეთესო დაგვავიწყდეს...“- რას ვაკეთებთ ბედნიერებისათვის?!

რა იქნება ამაზე უკეთესი დასაწყისი, დილით გაღვიძებისას, პოზიტიური განწყობით, რომ ივარჯიშებ, აივსები ენერგიით, ან კიდევ ოჯახის წევრებთან ერთად ჭიქა ყავას ან ჩაის შეექცევი და ყველას სასიამოვნო დღეს უსურვებ.  აი, ასე  ჩაატანეთ ცხოვრებას სასიამოვნო გემო  ყოველდღიურად.

ხანდახან ფსიქოლოგიური, ფინანსური თუ სხვა პრობლემების გამო გვიწევს დანებება, რაღაცაზე უარის თქმა, ან საერთოდ ვისახავთ ისეთ მიზნებს, რომლის შესრულებას უამრავი წელი სჭირდება, მთლიანად ვერთვებით მასზე და დროის უდიდეს ნაწილს ვუთმობთ.

 

გვიღირს, რომ წლების შემდეგ თუნდაც ფინანსურ უზრუნველყოფას მივაღწიოთ?

 

და რა ხდება ამ წლების მანძილზე? ამაზე ძვირადღირებულს ხომ არ ვკარგავთ?

 

სხვადასვა პრობლემებსა თუ გეგმებზე ყველაზე ფასეული გვავიწყდება. სწორედ ეს ხომ არ არის ყოველდღიურობა?  რას ვაკეთებთ დილიდან დაღამებამდე?...

 

ზოგჯერ პრობლემა არა ცხოვრებაში არამედ ჩვენს თავში უნდა ვეძებოთ. ის ჩვენს გონებაში და შეხედულებებშია. რატომ უნდა დაველოდოთ 10-15 წელს, როცა დღესვე შეიძლება გავაკეთოთ სიკეთე, მივიღოთ ოჯახთან ერთად ყოფნის ბედნიერება ან თუნდაც დავიღალოთ იმაზე ფიქრით, როგორ გავახაროთ შვილები, დავტკბეთ მათი ჟრიამულით, შემდეგ წავიდეთ მეგობრებთან, დავიმუხტოთ პოზიტიურად, გავერთოთ, უამრავი სიგიჟე ჩავიდინოთ და სასიამოვნო მოგონებებად ავკინძოთ. ჩაუჯდეთ უკვე ჭაღარა შეპარულ მშობლებს გულიანად ვესაუბროთ,  ვუთხრათ, რომ ისინი მაცოცხლებელ ძალას წარმოადგენენ ჩვენთვის და დიდი სიხარული მივანიჭოთ. ეს ყველაფერი, არის ის, რაც უკვე აქვს ადამიანს უფლისგან ბოძებული, ხშირ შემთხვევაში რასაც არ აფასებს.

 

აბა დავფიქრდეთ, შეიძლება ასეთი სიხარული და ბედნიერება წლების შემდეგ ვეძებოთ? ან დიდი ხანი ველოდოთ?

 

ის ხომ აქვეა, ჩვენთან! ღიირს კი უკეთესის ძიებაში საუკეთესო დაგვავიწყდეს,  ღიირს ნებისმიერი მწვერვალის დაპყრობა, იმიტომ რომ ცნობადი სახე ვიყოთ ან მივაღწიოთ ფინანსურ უზრუნველყოფას?

 

მინდა მოგიყვეთ ნამდვილი ისტორია, ამერიკელი მულტიმილიონერისა და უბრალო მექსიკელი მეთევზის შეხვედრაზე.

 

„როდესაც ამერიკელი შემთხვევით ზღვისპირა სოფელში მოხვდა, მან დაინახა ღარიბი მეთევზე, რომელსაც ნავში რამდენიმე თევზი ჰქონდა. მათ შორის ასეთი დილოგი გაიმართა:

-დიდხანს იყავი ზღვაში სათევზაოდ გასული? რატომ არ შედიხარ უფრო ღრმად, რომ უფრო მეტი თევზ დაიჭირო?

-არც ისე, ერთი-ორი საათი, რაც დავიჭირე მეყოფა. იმდენს ვიჭერ, რაც გვყოფნის მე და ჩემს ოჯახს.

-დანარჩენ დროს რას აკეთებ?

-ვთამაშობ შვილებთან, ცოლთან-მარიასთან ერთად სიესტას ვატარებ. საღამოობით ვსეირნობ მშობლიურ სოფელში, ვხვდები მეგობრებს, მათთან ერთად ვსვავ ღვინოს, ვუკრავ გიტარაზე, მოკლედ, ვცხოვრობ სრულყოფილი ცხოვრებით.

-მომისმინე! მე ჰარვარდის უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული და ბიზმესმენი ვარ, შემიძლია რჩევა მოგცე: დარჩი ზღვაში მთელი დღე, უფრო მეტი თევზი დაიჭირე, გაყიდი და უფრო დიდ ნავს იყიდი, შემდეგ დაიქირავებ მუშებს და ნავების ფლოტი გეყოლება, გახსნი საკუთარ ქარხანას, გაგიჩნდება ბევრი ფული, შემდეგ აქედან გადახვალ საცხოვრებლად ნიუ-იორკში.

-რამდენი დრო დასჭირდება ამ ყველაფერს?

-ასე 15-20 წელიწადი

-შემდეგ?  შემდეგ რა იქნება?

-შემდეგ გაყიდი შენი კომპანიის აქციებს და იქნები ძალიან ძალიან მდიდარი, იშოვი მილიარდობით დოლარს.

-მილიარდს? და შემდეგ? შემდეგ რა იქნება?

- შემდეგ? გაუნათდა თვალები ამერიკელ მულტიმილიონერს: შემდეგ იწყება ყველაზე სასიამოვნო, შენ შეგეძლება დიდი დრო ოჯახს დაუთმო, ითამაშო შვილებთან, ცოლთან-მარიასთან ერთად სიესტა გაატარო, საღამოობით ისეირნო მშობლიურ სოფელში, შეხვდე მეგობრებს, დაუკრა გიტარზე, ანუ იცხოვრო სრულყოფილი ცხოვრებით.

 

დიახ, თქვენ ზუსტად მიხვდით! ახლავე შეგიძლიათ უდიდესი სიხარულითა და ბედნიერებით აკეთოთ ის, რასაც თხუთმეტი-ოცი წლის შემდეგ გეგმავთ, დატკბით იმით, რაც უკვე  გაქვთ, შეიგრძენით ბედნიერება და გაავრცელეთ ის თქვენს გარშემო.

 

სპეციალურად FirstNews.ge -თვის  მარკეტინგის მენეჯერის ნათია ბეგლარაშვილის ბლოგი.

წაკითხვა 1983 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 16 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.